სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ონის ეტალონი მოსწავლე“ სულ მალე გამოვლინდება - ონის კულტურის ცენტრში ხალხმრავლობაა
27-02-2018
-
+


ეტალონი“ მორიგ ინტელექტ-ჩემპიონატს ატარებს - დღეს „ონის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება.

ღონისძიების დაწყებამდე „ეტალონის“ ავტორი და წამყვანი, გოჩა ტყეშელაშვილი, შემოქმედებით ჯგუფთან ერთად, ონის საჯარო სკოლას ესტუმრა.

გოჩა ტყეშელაშვილმა 2016-2017 სასწავლო წლის „ონის ეტალონ მოსწავლეს“, თიკო გობეჯიშვილს გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის ოქროს ფონდის წევრობის დამადასტურებელი სიმბოლური საჩუქარი პირადად გადასცა.

ამ წუთებში კი ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ონის კულტურის ცენტრში მიმდინარეობს. მასში ონის სკოლებიდან გამორჩეული ახალგაზრდები მონაწილეობენ.

ღონისძიებას ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე, მერის მოადგილე ლევან შერაზადიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე შუქურა ჯაფარიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბაჩანა მარკოიშვილი, რესურსცენტრის უფროსი ნინო მეტრეველი, სკოლების დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებიან.

დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულს „ონის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მიენიჭება და ის ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

„ეტალონი“ 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“.






















კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლის სახლი დაწყებითი საფეხურის პედაგოგების გადამზადებაზე ინფორმაციას ავრცელებს  

ცვლილება დეკრეტული შვებულების წესში - პედაგოგებისა და საჯარო მოხელეებისთვის რეგულაციები გამკაცრდა

„ისტორიის სამივე ვარიანტი რთულად უნდა გამოცხადდეს... კითხვები იყო ორაზროვანი“... - აბიტურიენტები ტესტირების შესახებ

ყალბი დიპლომი, სკოლების სარეაბილიტაციო  დოკუმენტაციების გაყალბება, ბაღებისთვის უხარისხო პროდუქციის შეძენა... -14 საქმეზე 28 პირი დააკავეს

ისტორიის გამოცდაზე დაგვიანებით შვიდი აბიტურიენტი მივიდა

პიროვნება

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

სიხარულით, შემოქმედებითობითა და ემოციებით დატვირთული დღე შთამბეჭდავად წარიმართა

წირვის დასრულების შემდეგ მაღალყოვლადუსამღვდელოესმა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ გიმნაზიელები დალოცა და მედლები გადასცა
 

ბავშვებმა სხვადასხვა საინტერესო ექსპონატი დაათვალიერეს, თავად ჩაერთნენ ცდებში და არაერთი საინტერესო აღმოჩენაც გააკეთეს

 

 

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება