| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მელეს საჯარო სკოლის მოსწავლეები მხატვრული კითხვის კონკურსში მონაწილეობდნენ.
კონკურსი ლენტეხის მუნიციპალიტეტში მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში ჩატარდა.
საბა ბაკურაძე წაიკითხა რატი ამაღლობელის ლექსი - „სეკვენცია“. მარიამ რატიანმა კი ზურაბ გორგილაძის ლექსი - “ჩაუმქრალი სანთლები“(ჰოიდა ნანა). ნია ონიანმა წაიკითხა ანა კალანდაძის ლექსი - „მოდიოდა ნინო მთებით“, ნინო ონიანმა კი - გალაქტიონ ტაბიძის ლექსი - „მე და ღამე“. ქრისტინე რატიანმა წაიკითხა თინათინ მღვდლიაშვილის ლექსი - „აღმაშენებელი თბილისს მობრძანდება“. ლელი ავალიანმა კი - ვაჟა ფშაველას ლექსი - „მამა“.
კონკურსში მოპოვებული წარმატებისთვის, ნომინანტები სიგელებით დაჯილდოვდნენ შემდეგ ნომინაციებში: „მხატვრული კითხვა“, „გამართული მეტყველება“, „საუკეთესო ხმის ტემბრი, ტონი, დიქცია“, „ემოცია“, „ჟიურის სიმპათია“.
კონკურსში ბევრი საინტერესო მონაწილე გამოიკვეთა, რაც მისასალმებელია. პროექტის მიზანიც ნიჭიერი, შემოქმედებითი მოსწავლეების გამოვლენა იყო. მელეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ჟიურის მოწონება და სიმპატია დაიმსახურეს. გადაეცათ სიგელები.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
პირველი სასწავლო დღეები მოსწავლეებისთვის მრავალფეროვანი აქტივობებითა და ახალი გამოცდილებებით იყო დატვირთული
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ