სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების კლუბის წარმომადგენლებს უმასპინძლეს
25-02-2022
-
+


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლას სტუმრად წინსვლის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები, სამოქალაქო განათლების კლუბ - „წინსვლის“, ლიდერი მარიამ სურმანიძე და კლუბის აქტიური წევრი თათია გოგრაჭაძე იმყოფებოდნენ.

შეხვედრაში დაბა მახინჯაურის სკოლის მე-9 და მე-10 კლასის სამოქალაქო განათლების კლუბის წევრები მონაწილეობდნენ, სადაც მნიშვნელოვან თუ საინტერესო თემებზე ინფორმაცია და რჩევები მიიღეს.

ისაუბრეს საგანმანათლებლო სივრცეში სამოქალაქო განათლების კლუბის არსებობასა და მუშაობის მნიშვნელობაზე, აქტიურ მოქალაქეობაზე, განიხილეს აქტიური მოქალაქეობის მაგალითები.

სტუმრებმა მოსწავლეებს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება კლუბური მუშაობის პროცესში და სამომავლო თანამშრომლობა დაგეგმეს.

„მადლობა ამ შეხვედრის ორგანიზატორს, სამოქალაქო განათლების პედაგოგს, ქეთევან მოწყობილს! მადლობა ჩვენი სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებს, აქტიურ და მიზანდასახულ მოსწავლეებს ჩართულობისათვის“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ბაღების სააგენტომ საახალწლოდ ტკბილეულის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

პირველი სასწავლო დღეები მოსწავლეებისთვის მრავალფეროვანი აქტივობებითა და ახალი გამოცდილებებით იყო დატვირთული

„ვიწყებთ პროექტს რწმენით, რომ ზოგჯერ ერთმა შეხვედრამაც შეიძლება ადამიანის მომავალი შეცვალოს“

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება