სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რამდენიმე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის რიგგარეშე მობილობა გამოცხადდა
27-02-2018
-
+


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, რიგგარეშე მობილობა ცხადდება შემდეგი უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის: შპს ამერიკის ბიზნესის აკადემიის, შპს თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტ ჰიპოკრატეს, შპს თბილისის საერთაშორისო აკადემიისა და შპს გრიგოლ ფერაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის, ასევე შპს საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სადოქტორო პროგრამისა და სსიპ - იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის (ტიპოლოგიური ლინგვისტიკა, ქართული ლიტერატურა) სადოქტორო პროგრამის სტუდენტებისათვის. 

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ცნობით, რიგგარეშე მობილობა განხორცილედება გამარტივებული წესით და მობილობის პროცესის ადმინისტრირებისათვის არ იქნება გამოიყენებული ელექტრონული პორტალი.

ცენტრის ვებგვერდზე 26 თებერვლიდან 9 მარტის ჩათვლით ეტაპობრივად გამოქვეყნდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი ვაკანტური ადგილები.

სტუდენტებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას მობილობის თაობაზე და წარუდგინონ პირადი საქმის ასლები - 19 მარტის ჩათვლით.

დეტალური ინფორმაცია რიგგარეშე მობილობის შესახებ იხილეთ აქ.

რიგგარეშე მობილობასთან დაკავშირებით კონსულტაციის მისაღებად, შეგიძლიათ მიბრძანდეთ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში 2 მარტის ჩათვლით, 9:00-18:00 საათამდე, (მის.: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. №1), დარეკეთ ცენტრის ცხელ ხაზზე: (+995 32) 2200 220 (*3599), ან დაუკავშირიდით ელექტრონულ მისამართზე: mobility@eqe.ge 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება