სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჩიბათის საჯარო სკოლის მოსწავლე გვანცა გოგიტიძემ საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში საინტერესო გამოცდილება შეიძინა
23-02-2022
-
+


ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის მოსწავლე გვანცა გოგიტიძე ევროკავშირის დაფინანსებით შექმნილი მოძრავი სახალხო უნივერსიტეტის ფარგლებში მიღებულ გამოცდილებაზე საუბრობს.

პროექტი „მოძრავი უნივერსიტეტი „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების“ (LINKS) პროექტის ფარგლებში, ევროკავშირის დაფინანსებით, „საქართველოს გაეროს ასოციაციისა“ (UNAG) და „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“ (OSGF) მიერ ხორციელდება. 

მოსწავლე გვანცა გოგიტიძე 16 წლისაა, ის სხვადასხვა აქტივობაში ხშირად და დიდი ინტერესით მონაწილეობას.

„ძალიან მომწონს მოძრავი უნივერსიტეტის იდეა, რადგან სწორედ იმ ადამიანებს აძლევს განათლების მიღების შესაძლებლობას, რომლებსაც ამის საშუალება ნაკლებად აქვთ. პროგრამა შემეცნებითია და მგონია, რომ ერთი შეხვედრის შემდეგაც კი ყველა მოსწავლე სხვანაირად შეხედავს განხილულ მნიშვნელოვან საკითხს ისევე, როგორც - მე. იპოვის მოტივაციებს იმ ადამიანების ისტორიებში, რომლებზეც მოწვეული ლექტორები გვიყვებოდნენ.
ჩემს სოფელში ბევრ ასეთ შეხვედრას ვისურვებდი, რაც უფრო მეტ ადამიანს გაუჩენდა მოტივაციას”,- ამბობს გვანცა გოგიტიძე.

იხილეთ ფოტო:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ბაღების სააგენტომ საახალწლოდ ტკბილეულის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პირველი სასწავლო დღეები მოსწავლეებისთვის მრავალფეროვანი აქტივობებითა და ახალი გამოცდილებებით იყო დატვირთული

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება