სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჩიბათის საჯარო სკოლის მოსწავლე მარინა კახაძე საგანმანათლებლო პროექტში მონაწილეობდა
23-02-2022
-
+


ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის მოსწავლე მარინა კახაძე პროექტში - „მოძრავი უნივერსიტეტი“ მონაწილეობდა.

პროექტი - „მოძრავი უნივერსიტეტი“ „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების“ (LINKS) პროექტის ფარგლებში, ევროკავშირის დაფინანსებით, „საქართველოს გაეროს ასოციაციისა“ (UNAG) და „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“ (OSGF) მიერ ხორციელდება. 

მარინა კახაძე მოძრავი სახალხო უნივერსიტეტის ფარგლებში მიღებულ გამოცდილებაზე საუბრობს.

„მოძრავი უნივერსიტეტი ყველაზე გამორჩეული პროექტია, რომელშიც ოდესმე მიმიღია მონაწილეობა. შეხვედრებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მიღებული რჩევები, რომლებიც კარიერულ წინსვლასა და წარმატების მიღწევაში დაგვეხმარება. ჩემთვის პირველი შესაძლებლობა იყო, ვყოფილიყავი სტუდენტის ამპლუაში და მენახა, როგორია სტუდენტსა და ლექტორს შორის ურთიერთობა. მივხვდი, რამდენად საინტერესო შეიძლება იყოს სალექციო ფორმატი და რამდენად მნიშვნელოვანია ინტერაქცია შეხვედრის დროს“, - წერს მოსწავლე მარინა კახაძე.

მარინა კახაძე 16 წლისაა, ის აქტიური და შრომისმოყვარე მოსწავლეა.

 იხილეთ ფოტო:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ბაღების სააგენტომ საახალწლოდ ტკბილეულის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირველკლასელებს
 
მოსწავლეთა მონაწილეობით ლამაზი ღონისძიება გაიმართა
 

მოსწავლეებმა ბევრი იხალისეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება