სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„თუ ხარისხიან განათლებაზე ვსაუბრობთ სასკოლო სივრცეში სწავლება შეუცვლელია“ - ვერა ოდიკაძე, მარელისის საჯარო სკოლის დირექტორი
22-02-2022
-
+


სასკოლო ცხოვრება მუდმივი სიახლეების ფონზე ვითარდება. ახალი გადაწყვეტილებები და ცვლილებები ყოველდღიურობად იქცა. შესაბამისად სკოლების დირექტორები მუდმივად გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არიან ჩართული.

Etaloni.ge  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სადგური მარელისის საჯარო სკოლის დირექტორს ვერა ოდიკაძეს მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე ესაუბრა.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად მიმზიდველია ახალგაზრდა თაობისთვის პედაგოგის პროფესია და რატომ?

- პედაგოგის პროფესია ერთი პერიოდი არ იყო მიმზიდველი და არც  ირჩევდნენ ახალგზრდები. ამ ბოლო წლებში, როცა გაიზარდა პედაგოგთა შრომის ანაზღაურება, რაც სტატუსის დანამატებში გამოიხატა, უფრო მეტად ირჩევენ უფროსკლასელები პედაგოგიურ ფაკულტეტებს და უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ აქვთ სურვილი სკოლაში დაიწყონ მასწავლებლობა. მახარებს ეს ფაქტი,რადგან სკოლაში ბევრი კარგი და ახალგაზრდა კადრი შემოდის, რაც უფრო ეფექტურს ქმნის სკოლის საქმიანობას. ასევე მნიშვნელოვანია ბოლო წლებში წარმატებულ პედაგოგთა აღიარება.

- თქვენი აზრით რამდენად არის განათლების სისტემაში კადრების დეფიციტი?

- განათლების სისტემაში კადრების დეფიციტი ნამდვილად არის. სკოლაში პედაგოგთა რაოდენობა მართალია საკმარისია და ასევე პედაგოგობის მსურველთა რიცხვიც, თუმცა პროფესიონალი პედაგოგი ბევრ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს და ამ მხრივ ვფიქრობ, კიდევ მეტადაა საჭირო კვალიფიკაციის ამაღლება სხვადასხვა საშუალებებით. მასწავლებლობა მოწოდება უნდა იყოს, მოსწავლის, სკოლის  და  საკუთარი თავის წინაშე პასუხისმგებლობა  ღირსეული მასწავლებლის მთავარი კრიტერიუმია.

- რას ფიქრობთ ზაფხულში დაგეგმილი მასწავლებლების გამოცდების შესახებ? რამდენად ეფექტურად მიგაჩნიათ გამოცდებით მასწავლებლის კომპეტენციის შეფასება?

- მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის მიხედვით მასწავლებელი მუდმივად უნდა ზრუნავდეს პროფესიულ განვითარებაზე. პროფესიული განვითარებისათვის ყველა აქტივობა მისაღებია, მათ შორის გამოცდებიც. ვფიქრობ, პედაგოგმა თავის საგანში და პროფესიულ უნარებში კომპეტენცია აუცილებლად უნდა დაადასტუროს. თუ სტატუსის ამაღლების გამოცდაში მონაწილეობისათვის მზად არ არის, უნდა გამოიყენოს ყველა საშუალება და შეძლოს ფეხი აუწყოს მოთხოვნებს. გამოცდა ერთ-ერთი ინსტრუმენტია მასწავლებლის კომპეტენციის შესაფასებლად. საჭიროა სკოლაში, კლასში  განხორციელებული საქმიანობაც იყოს წარმატებული.

- როგორ აფასებთ დისტანციური სწავლების ხარისხს არა მარტო თქვენი სკოლის მაგალითზე, არამედ საერთოდ?

- დისტანციური სწავლება ალტერნატიული ფორმაა. პერიფერიებისათვის ცოტა რთულია მოსწავლეთა სრულად ჩართვა, რადგან ზოგიერთ ადგილზე ინტერნეტის ხელმისაწვდომობის პრობლემაა. თუმცა ვთვლი,რომ ამ რთულ პერიოდში დისტანციური სწავლება აღმოჩნდა მოსწავლისა და სკოლის ურთიერთობის ერთადერთი საშუალება. თუ ხარისხიან განათლებაზე ვსაუბრობთ სასკოლო სივრცეში სწავლება შეუცვლელია.

- თქვენ როგორც დირექტორს, რა გასწავლათ პანდემიამ ?

- პანდემიამ მომცა შესაძლებლობა მეტად დავხმარებოდი მოსწავლეებს და მათ ოჯახებს. ასევე უფრო ძალუმად შევიგრძენი ერთად ყოფნის ბედნიერება. ვფიქრობ, არ გავუშვა ხელიდან მოსწავლეებისა და თანამშრომლების თვალებში ჩახედვის შესაძლებლობა.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ინფორმაცია სტუდენტებისთვის - განაცხადების მიღება 3 აგვისტოდან იწყება 

ფიზიკისა და ინგლისური, გერმანული, რუსული, ფრანგული ენების გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა - მინიმალური ბარიერი და შეფასების სქემები ცნობილია

განათლება 2500 ლარი, სოფ. მეურნეობა, მეთევზეობა 3000 ლარი - საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ღირებულება ცნობილია

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მსოფლმხედველობის გაფართოებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება