სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ამერიკული საერთაშორისო სკოლა-კოლეჯი „პროგრესი“ STEM მასწავლებელს, მარეხ მაზანაშვილს გვაცნობს
18-02-2022
-
+


ამერიკული საერთაშორისო სკოლა-კოლეჯი „პროგრესი“ სკოლის STEM კლუბის პროექტის ხელმძღვანელს, საგნობრივ ექსპერტსა და ფიზიკის მიმართულებით მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ექსპერტ მარეხ მაზანაშვილს გვაცნობს.
 
მარეხ მაზანაშვილის საქმიანობის სფერო მრავალფეროვანი და საინტერესოა, რაზეც თვითონაც საუბრობს:

„იყო ციფრული ტექნოლოგიების ეპოქის მომავალი მოქალაქეების STEM მასწავლებელი ნიშნავს, საკუთარ თავში დაამსხვრიო სტერეოტიპები, მუდმივად იყო ორიენტირებული პროგრესზე, შეგეძლოს ფოკუსირება მოახდინო რა არის მნიშვნელოვანი ახალი ეპოქის მოქალაქეების ჩამოყალიბებისათვის, რათა დაეხმარო იმ უნარების გამომუშავებაში, იმ გამოწვევების დაძლევაში, რასაც მათ, საოცარი, მუდმივად ცვალებადი, მომავალი სამყარო შესთავაზებს. ეცადო, ჩამოაყალიბო ეს თაობა არა მხოლოდ მომხმარებლად, არამედ ინოვაციური პროდუქის შემქმნელ თაობად“,- ამბობს მარეხ მაზანაშვილი. 

იგი ათასწლეულის გამოწვევის ფონდის 2021 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის საპრიზო ადგილის მქონე გუნდის GOAL DIGGERS ინსტრუქტორია. ასევე, მიწვეული ლექტორი, ტრენერი და კოორდინატორი. 

„მარეხი არის მიწვეული მენტორ-ტრენერი ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო | MCA Georgia-ში, სადაც საქართველოს სკოლის STEM მიმართულების მასწავლებლებთან ატარებს ტრენინგ კურსს „STEM პროექტების მოდელირება და კონსტრუირება“. ასევე, მიწვეული ლექტორი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში - საბუნებისმეტყველო კათედრაზე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის STEM სწავლების კოორდინატორი შიდა ქართლში. ათასწლეულის გამოწვევის ფონდის 2021 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის საპრიზო ადგილის მქონე გუნდის „GOAL DIGGERS”-ის ინსტრუქტორი“,- აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მსოფლმხედველობის გაფართოებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება