სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

როგორ დავადგინოთ, რომ ჩვენს გარშემო ჰაერია? - კერძო სკოლა „ანაბასისის“ ცნობისმოყვარე მეორეკლასელებმა საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარეს
18-02-2022
-
+


ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისში“ მოსწავლეებისთვის ყოველთვის საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

პედაგოგები მუდამ თავდაუზოგავად შრომობენ, რომ ბავშვების ცნობისმოყვარეობა მაქსიმალურად დააკმაყოფილონ, ამისთვის კი მრავალფეროვან აქტივობებს ხშირად სთავაზობენ.

ბავშვებს, ბუნებისმეტყველების გაკვეთილებზე უამრავი კითხვა უჩნდებათ, რომელზეც არგუმენტირებული პასუხის მიღება მათ ინტერესს გარემომცველი გარემოში მიმდინარე მოვლენების მიმართ​ კიდევ უფრო აღრმავებს.

ერთ-ერთი კითხვა რომელიც „ანაბასისელ“ მეორეკლასელებს გაუჩნდათ ჰაერს უკავშირდება - როგორ დავადგინოთ, რომ ჩვენს გარშემო ჰაერია? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად პედაგოგმა, ლოლიტა ნებიერიძემ მოსწავლეებს საინტერესო აქტივობა შესთავაზა. საკუთარი ხელით დაემზადებინათ ხელსაწყო, რომლის გამოყენებითაც კითხვებზე პასუხს მიიღებდნენ. ყველა მოსწავლემ გულმოდგინედ დაამზადა „ჯადოსნური“ ხელსაწყო ტრიალა. ექსპერიმენტიც ხალისით განახორციელეს სკოლის ეზოში.

დაკვირვების შედეგად ბავშვებმა შეძლეს ეპასუხათ კითხვებზე:

  • რა მოსდის ტრიალას ქარიან ამინდში?
  • რა მოსდის ტრიალას სირბილის დროს?
  • რატომ მოძრაობს ტრიალა?
  • როგორ შეიძლება ოთახში ტრიალას ამოძრავება ხელის შეუხებლად?
  • რა იწვევს ტრიალას მოძრაობას?
„ექსპერიმენტით დაადგინეს, რომ ჩვენ გარშემო ჰაერი მოძრაობს, ეს მოძრაობა შეიძლება სხვადასხვა სიძლიერის იყოს. ექსპერიმენტში მონაწილეობა მოსწავლეებისათვის საინტერესო, სახალისო და შემეცნებითი იყო. მოსწავლეების კითხვები ამოუწურავია. ექსპერიმენტები, კვლევები... მით უფრო მათი მონაწილეობით და აქტიური ჩართულობით მრავალ კითხვაზე აპოვნინებთ პასუხს! წარმატებები მოსწავლეებს ლოლიტა მასწავლებელთან ერთად!“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მსოფლმხედველობის გაფართოებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება