სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„უნდა აღვზარდოთ კომუნიკაბელური, სამართლიანი, გარემოზე მზრუნველი, ტოლერანტი მოქალაქე“- ლეილა აფციაური, დაბა მანგლისის N1 სკოლის დირექტორი
17-02-2022
-
+


რა ახარებს როგორც დირექტორს? რა არის დღევანდელობაში საჭირო? და მისი აზრით, რა არის ის უმთავრესი, რაც მოსწავლეს უნდა ვასწავლოთ? - etaloni.ge-ს ამ და სხვა საინტერესო ბლიც-კითხვებს დაბა მანგლისის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ლეილა აფციაური პასუხობს. 

- უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ვასწავლით...
- ყველა მასწავლებლის უპირველესი მიზანია მოსწავლეს საგანი ასწავლოს სიღრმისეულად, თუმცა ეს ნამდვილად არ არის საკმარისი რათა მან თავისი ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს მომავალში, საჭიროა სკოლის კედლებში გამოიმუშაოს ის უნარები, რაც მას შემდგომში ხელს შეუწყობს სრულად გამოავლინოს თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი. უნდა აღვზარდოთ კომუნიკაბელური, სამართლიანი, გარემოზე მზრუნველი, ტოლერანტი მოქალაქე.

- ვფიქრობ, იდეალური მოსწავლე. . .
- არის ის რომელიც კარგად აცნობიერებს თავის მისიას მომავალში და ცდილობს მიიღოს სრულფასოვანი განათლება, შეძლებისდაგვარად დაეხმაროს სხვასაც, აქტიურად გამოიყენოს თანამედროვე ტექნოლოგიები ყოველთვის გაეცნოს სიახლეებს და გამოიყენოს სწავლის პროცესში.

- ვცდილობ სკოლაში შევქმნა. . .
- დადებითი თანამშრომლობითი გარემო, თანამშრომელთა შორის, ასევე მოსწავლეთა შორის, ასევე მოსწავლესა და მასწავლებელს შორის, ასევე აქტიურად ჩავრთოთ მშობლები სკოლის საქმიანობაში. ვცდილობ შეძლებისდაგვარად გავაუმჯობესო ინფრასტრუქტურული მდგომარეობა, ასევე ხელი შევუწყო მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას, მასწავლებელმაც არასოდეს უნდა შეაჩეროს სწავლა, რათა ღირსეულად შეხვდეს თანამედროვე სიახლეებს და იოლად დაძლიოს პრობლემები.

- როგორც დირექტორს, მახარებს რომ. . .
- ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულები პირველივე წელს აბარებენ სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში, იღებენ სრულ დაფინანსებას სახელმწიფოს მხრიდან, ასევე იმარჯვებენ სხვადასხვა პროექტებში, აქტიურად მონაწილეობენ სპორტულ ღონისძიებებში და აღწევენ წარმატებებს, ასევე სხვადასხვა ოლიმპიადებში არიან წარმატებულები.

- კოლეგებისგან ხშირად მესმის. . .
- რომ თანამედროვე მოსწავლეები კარგად ერკვევიან თანამედროვე ტექნოლოგიებში, რასაც აქტიურად იყენებენ პროექტების მომზადებაში, მოსწონთ სწავლების თანამედროვე მიდგომები, განსაკუთრებით სწავლება კეთებით.

- დღევანდელობაში საჭიროა. . .
- შევინარჩუნოთ სიმშვიდე, ღირსეულად შევხვდეთ ყველანაირ გამოწვევას.

- იმედი მაქვს, რომ. . .
- უახლოეს მომავალში პანდემია აღარ შეგვიშლის ხელს სწავლების სრულფასოვნად, საკლასო ოთახებში ფუნქციონირებაში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება