სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა განათლების მე-8 საერთაშორისო გამოფენაზე „კსუ მულტიმედია ცენტრი“ წარმოადგინა
26-02-2018
-
+


კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, განათლების მე-8 საერთაშორისო გამოფენაში - International Education Fair Georgia 2018 მიიღო მონაწილეობა.

„ექსპოჯორჯიას“ საგამოფენო პავილიონში დამთვალიერებლებს საშუალება მიეცათ, 14 ქვეყნიდან წარმოდგენილ 70-ზე მეტი მონაწილე უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებს გაცნობოდნენ. 

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტენდი ტრადიციულად კორპორატიულ ფერში იყო გადაწყვეტილი. უნივერსიტეტმა წელს გამოფენაზე „კსუ მულტიმედია ცენტრი“ წარმოადგინა. შექმნილი სტუდიური გარემო დამთვალიერებელს საშუალებას აძლევდა გადასაღები მოედნის სპეციფიკას გაცნობოდა - ჩაეწერა სთენდაფები და ემუშავა პირდაპირ ეთერში. დამთვალიერებელმა მულტიმედია ცენტრის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. მეტი თვალსაჩინოებისთვის კი მიერ მომზადებული ფილმებისა და სიუჟეტების ჩვენებაც მოეწყო.

კსუ-ს სტენდთან, დაინტერესებულ აბიტურიენტებსა და სტუდენტებს, საჭირო ინფორმაციასა - უნივერსიტეტის თითოეული ფაკულტეტის წარმომადგენელი აწვდიდა და იმ სიახლეებს აცნობდა, რომელსაც კსუ მიმდინარე სასწავლო წელს ახორციელებს, კერძოდ, კსუ-ს ნებისმიერი პროგრამის პირველ ნომრად არჩევის შემთხვევაში აპლიკანტი - 15%-იანი, ხოლო მეორე ნომრად არჩევის შემთხვევაში - 7%-იანი შიდა გრანტით ისარგებლებს.

განათლების მე-8 საერთაშორისო გამოფენას, საპატიო სტუმრის ამპლუით, მოადგილეებთან ერთად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი - მიხეილ ჩხენკელიც ესწრებოდა. მინისტრმა მონაწილეების, მათ შორის კსუ-ს სტენდიც დაათვალიერა და სტუდენტებთან ერთად სამახსოვრო ფოტო გადაიღო. 

ღონისძიების მიზანია შექმნას სრულყოფილი პლატფორმა განათლების სისტემაში არსებული სიახლეებისა და პროგრამების შესახებ ინფორმაციის სწრაფი და პირდაპირი მიმოცვლისათვის.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება