| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სამტრედიის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეები წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღნიშვნას შეუერთდნენ.
მოსწავლეები ფოტოგრაფ გოგა ჩანადირს ონლაინ ფორმატში შეხვდნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, გოგა ჩანადირმა სკოლის მოსწავლეებს იაკობ გოგებაშვილის რამდენიმე მოთხრობა წაუკითხა. მოსწავლეებთან ერთად ისაუბრა ცოდნის, განათლების, წიგნების მნიშვნელობასა და წაკითხულის შინაარსზე.
„მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული ღონისძიებაში, გამოხატავდნენ თავიანთ აზრს წაკითხული მოთხრობების შესახებ. ძალიან გულახდილი განხილვა შედგა. ბატონი გოგაც კმაყოფილი დარჩა ბავშვების აქტივობით, შინაარსის გააზრების უნარით“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
წიგნის საჯაროდ კითხვის დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, ამ დღეს 100-მე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ