სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ავტორიზაციაგაუქმებული სასწავლებლების სტუდენტთა საყურადღებოდ!
23-02-2018
-
+


შპს წმიდა გრიგოლ ფერაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის, შპს თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტ ,,ჰიპოკრატეს“ და შპს თბილისის საერთაშორისო აკადემიის სტუდენტთა საყურადღებოდ! 

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი გაცნობებთ, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დამტკიცებულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესში ინიცირებულია ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც, სტუდენტები, რომლებიც სწავლობდნენ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელსაც გაუუქმდა ავტორიზაცია, გამარტივებული წესითა და პირობებით ისარგებლებენ რიგგარეშე მობილობის უფლებით და შესაძლებლობა ექნებათ სწავლა გააგრძელონ სხვა ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამის პროგრამაზე. 

ორშაბათს, 2018 წლის 26 თებერვალს, ცენტრის ვებგვერდზე - www.eqe.gov.ge გამოქვეყნდება იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ჩამონათვალი, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ რიგგარეშე მობილობის პროცესში. გამოქვეყნებულ ინფორმაციაში მითითებული იქნება კონკრეტული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები, გამოცხადებული თავისუფალი ადგილებისა და სწავლის საფასურების მითითებით. 

ცენტრის ვებგვერდზე ასევე გამოქვეყნდება რიგგარეშე მობილობის ვადები და დეტალური ინსტრუქცია. 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ: 
ტელეფონი: (+995 32) 2 200 220 
ელ-ფოსტა: info@eqe.ge 

ასევე, კონსულტაციის მიღების მიზნით, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 9:00-18:00 საათამდე, შეგიძლიათ მიბრძანდეთ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში (მის.: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. №1).

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება