სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლება ეშტიის N2 საჯარო სკოლაში
10-02-2022
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლაში მასწავლებელმა, რიპსიმე აროიანმა, პროექტის ფარგლებში, მოსწავლეთა ჯგუფი ჩამოაყალიბა. 
 
პედაგოგმა STEM მენტორების კურსი გაიარა. აღნიშნული კურსის მიზანი საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, საინჟინრო და ტექნოლოგიურ (STEM) სფეროებში სწავლების ხარისხის გაუმჯობესება და მასწავლებლებისთვის თანამედროვე სწავლების მეთოდოლოგიის გაცნობა იყო. ამ კურსში მონაწილეობის სურვილი 450 მასწავლებელმა გამოთქვა, რიპსიმე აროიანი კი იმ 40 პედაგოგს შორის მოხვდა, ვინც პროექტში მონაწილეობისთვის შეირჩა. პროექტი ექვს თვეს მოიცავდა.

სწორედ ამ კურსის გავლის შემდეგ გადაწყვიტა პედაგოგმა იქ დაგროვილი ცოდნა სკოლაში, მოსწავლეებთან გამოეყენებინა და ამ მიზნით მოსწავლეთა ჯგუფი ჩამოყალიბდა.

მოსწავლეებმა საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარეს და თეორიული ცოდნა პრაქტიკით გაამყარეს.

აღსანიშნავია, რომ პროექტში ჩართულმა ყველა მსმენელმა, მათ შორის რიპსიმე აროიანმა, STEM სწავლებისთვის საჭირო აღჭურვილობა - ARDUINO Kits მიიღო, რასაც ის, მოსწავლეებთან მუშაობისას იყენებს.

„გაიმართა პირველი შეხვედრა. ბავშვები ძალიან დაინტერესებულნი იყვნენ პროქტით და დღევანდელი შეხვედრის დროს ნახეს თუ როგორ შეიძლება შუქნიშნის მიღება არდუინოს დაფაზე.
სკოლის დირექტორი ლალაზარ აროიანი და ისტ-ის მასწავლებელი რიპსიმე აროიანი უღრმეს მადლობას უხიდან პროექტის ხელმძღვანელებს ბატონ დავით სონღულაშვილს, ბატონ უტა კილასონისა და ქალბატონ მარეხ მაზნიაშვილს, ასეთი ნაყოფიერი ინოვაციური სასარგებლო პროექტისთვის“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ბაღების სააგენტომ საახალწლოდ ტკბილეულის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირველკლასელებს
 
მოსწავლეთა მონაწილეობით ლამაზი ღონისძიება გაიმართა
 

მოსწავლეებმა ბევრი იხალისეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება