სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გვეამაყება ჩვენი არაჩვეულებრივი მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები“- იდლიანის საჯარო სკოლამ გარემოსდაცვით პროექტში წარმატებას მიაღწია
09-02-2022
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იდლიანის საჯარო სკოლამ პროექტი - „ხელოვნება იცავს ბუნებას“, განახორციელა.

ამ პროექტით სკოლამ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, „ზოგადი განათლების ხელშეწყობის“ პროგრამის „სასკოლო აქტივობების ხელშეწყობის ქვეპროგრამის“ სასკოლო ინიციატივების წახალისების ღონისძიებაში წარმატებას მიაღწია და ათეულში მოხვდა. 

შედეგად სკოლა 1000 ლარით დაჯილდოვდა. 

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა გამოუსადეგარი ნივთებისგან ახალი პროდუქტი შექმნეს. 

სკოლა ამაყობს აღნიშნულ პროექტში ჩართული თითოეული მოსწავლით, მასწავლებლითა და მშობლით. მათ მომავალშიც უამრავ წარმატებას უსურვებს.

„ამღლდა ცნობიერება სასკოლო თემში გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე და ნაწილობრივ გადაიჭრა ჩვენი თემის და ზოგადად, მთელი მსოფლიოს მტკივნეული პრობლემა გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებით.    
ეს გამარჯვება დიდი შრომისა და გარჯის შედეგია. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენი პროექტის ხელმძღვანელ მასწავლებლებს ინგა მოდებაძეს და მარინე ჭკადუას მათი დაუღალავი შრომისათვის, ჩვენი სკოლის წარმოჩენისათვის. ასევე, დიდი მადლობა  ჩვენს არაჩვეულებრივ მოსწავლეებს მათი ჩართულობისა და მონდომების გარეშე არაფერი გამოვიდოდა.
დიდი მადლობა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ჩვენი სკოლის მოსწავლეების, მასწავლებლების, მშობლების სახელით, ამ არაჩვეულებრივი შესაძლებლობისათვის.
ვულოცავთ იდლიანის საჯარო სკოლას ამ დიდ წარმატებას. გვეამაყება ჩვენი სკოლა, გვეამაყება ჩვენი არაჩვეულებრივი მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ბაღების სააგენტომ საახალწლოდ ტკბილეულის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირველკლასელებს
 
მოსწავლეთა მონაწილეობით ლამაზი ღონისძიება გაიმართა
 

მოსწავლეებმა ბევრი იხალისეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება