სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

არის რომელიმე მასწავლებელი ნამდვილად ბედნიერი?
12-05-2022
-
+


არსებობს ასეთი გამოთქმა, ბედნიერი მასწავლებელი ბედნიერ მოსწავლეებს უდრისო, მაგრამ რა ხდება მაშინ თუკი მასწავლებელი სულაც არ არის ბედნიერი? ან ზოგადად, რა განაპირობებს პედაგოგების ბედნირებას?  უსამართლობა ხომ არ არის მოსწავლეთა ბედნიერებასა და უბედურებაზე პასუხისმგებლობა მთლიანად მასწავლებლებს დავაკისროთ? მაშინ, როდესაც ხშირად პედაგოგების სამუშაო გარემო და ანაზღაურება სულაც არაა ისეთი ბედნიერების საბაბი რომ იყოს.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული კვლების მიხედვით, რომლის მიზანიც  თავიანთი კარიერითა და სამსახურით სკოლის მასწავლებლების ბედნიერების დონის დადგენა იყო, გაირკვა, რომ მასწავლებლები სამსახურითა და ცხოვრებით არც ისე ბედნიერები არიან. კერძოდ, გამოკითხული პირების პასუხებმა აჩვენა, რომ საშუალოდ ისინი 5-დან 3 ბალით აფასებენ თავიანთ პროფესიულ ბედნიერებას.

„ვატარებთ უწყვეტ გამოკითხვას მილიონობით ადამიანთან და ვეკითხებით, რამდენად კმაყოფილი არიან ისინი თავიანთი კარიერით. როგორც ირკვევა, მასწავლებლები თავიანთ კარიერულ ბედნიერებას აფასებენ 5 ვარსკვლავიდან 3.0-ით“,- წერია ვებ-გვერდზე, სადაც კვლევა ჩატარდა.

ამ კვლევის შედეგად ჩანს, რომ თავიანთი კარიერით ყველაზე ნაკლებად ბედნიერი დაწყებითი სკოლის მასწავლებლები არიან, მათ საშუალოდ 2.9-ით შეაფასეს თავიანთი კმაყოფილების დონე.

ის რომ მაწავლებლების ნაწილი თავისი საქმიანობით ბედნიერი არაა ბევრი ფაქტორითაა განპირობებული. ერთ-ერთი როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ხელფასები და სამუშაო გარემოა. მათი ანაზღაურება სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირია, თუმცა, თითქმის ყველგან, ისინი ამბობენ, რომ გასამრჯელო გაწეული შრომის პროპორციული არ არის და საქმიანობაში მათ მიერ ჩადებული რესურსი უფრო მეტია, ვიდრე ის ბენეფიტი, რასაც იქედან იღებენ. მაგალითად, საქართველოში დამატებითი ანაზღაურებისთვის მასწავლებლები რეპეტიტორები არიან და მოსწავლეებს სხვადასხვა საგანში ამზადებენ. ასევე, არის შემთხვევები, როდესაც ისინი ერთდროულად ორ სკოლაში მუშაობენ ან სკოლის გარდა, კიდევ სხვა სფეროშიც არიან დასაქმებული. ეს ყველაფერი კი უმეტესწილად იმითაა განპირობებული, რომ მათ იმაზე მეტი შემოსავალი სჭირდებათ, ვიდრე ამას სკოლაში იღებენ.

სამუშაო გარემოთი უკმაყოფილება კი იმაში გამოიხატება, რომ ზოგიერთ შემთხვევაში სკოლაში მისულ მასწავლებელს ხვდებიან ისეთი თანამშრომლები, რომლებიც ახლადმისულის მიმართ შესაძლოა მტრულად იყვნენ განწყობილი. გარდა ამისა, ისინი წინააღმდეგობას საკლასო ოთახებშიც აწყდებიან. მასწავლებლებისთვის სკოლაში თავის დამკვიდრება ადვილი სულაც არ არის. 

თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც აღსანიშნავია, რომ არიან ისეთი პედაგოგები, რომლებიც თავინთი საქმიანობითა და კარიერით კმაყოფილები და ბედნიერები არიან. რაც იმას სულაც არ გამორიცხავს, რომ იყვნენ ისეთები, რომლებიც თავს უბედურად გრძნობენ. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ფიზიკისა და ინგლისური, გერმანული, რუსული, ფრანგული ენების გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა - მინიმალური ბარიერი და შეფასების სქემები ცნობილია

განათლება 2500 ლარი, სოფ. მეურნეობა, მეთევზეობა 3000 ლარი - საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ღირებულება ცნობილია

გამოცდაზე რეგისტრაციის საფასური 100 ლარია - NAEC აპლიკანტებს აფრთხილებს

 

„1 წლამდე ბავშვის, ზღვაზე წაყვანა თქვენი არჩევანი არ უნდა იყოს“ - ოთხი მთავარი რეკომენდაცია ივანე ჩხაიძისგან

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მსოფლმხედველობის გაფართოებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება