სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

ვის შეუძლია სკოლაში მუშაობის დაწყება კონკურსის გარეშე?
31-01-2022
-
+


მასწავლებლობის მსურველებმა სკოლაში დასაქმებამდე არც თუ ისე მარტივი გზა უნდა გაიარონ. მათ, ვისაც ბაკალავრის დიპლომში „მასწავლებელი“ უწერია, სკოლაში დასაქმებამდე მხოლოდ საგნის გამოცდა უნდა ჩააბარონ, ხოლო მათ, ვისაც განათლება განსხვავებული პროფესიით აქვთ მიღებული, გამოცდის ჩაბარების შემდეგ უნივერსიტეტში მასწავლებლის მოსამზადებელი ერთწლიან პროგრამაზე უნდა ისწავლონ. ყოველივე ამის შემდეგ მასწავლებლობის მსურველებს სკოლაში გამოცხადებულ ვაკანსიაზე კონკურსში მონაწილეობის უფლება ექნებათ, თუმცა არსებობს გზაც, რომლის მიხედვითაც დირექტორს შეუძლია პირი სკოლაში ყოველგვარი კონკურსის გარეშე დაასაქმოს.

ვისი დასაქმება შეუძლია დირექტორს კონკურსის გარეშე? ირღვევა თუ არა კანონი, როდესაც სკოლის ხელმძღვანელი მასწავლებელს სკოლაში ვაკანსიის გამოცხადების გარეშე დაასაქმებს?

დირექტორს უფლება აქვს მოწვეული ან შემცვლელი მასწავლებლები სკოლაში დაასაქმოს კონკურსის გარეშე. როგორც კანონშია განსაზღვრული, სკოლის ხელმძღვანელი ამით კანონს არ დაარღვევს, ვინაიდან ამ ნაბიჯის გადადგმა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შეუფერხებელი მუშაობისთვის შეიძლება გახდეს აუცილებელი.

რა უნდა შეეძლოს მოწვეულ/შემცვლელ მასწავლებელს და რით განსხვავდებიან ისინი სტატუსიანი პედაგოგებისგან?

მოწვეულ მასწავლებლობის კანდიდატს უნდა გააჩნდეს შესაბამისი საგნის სწავლებისთვის საჭირო კომპეტენცია ან შესაბამის სფეროში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება. ამასთან, მოწვეული მასწავლებლის საათობრივი დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს 9 საათს.

შემცვლელ მასწავლებლობის კანდიდატს კი უნდა გააჩნდეს სულ მცირე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და უნდა აკმაყოფილებდეს მოწვეული მასწავლებლისათვის დადგენილ მოთხოვნებს. შემცვლელი მასწავლებლის ვალდებულებაა, ჩაანაცვლოს დროებით არმყოფი მასწავლებელი.

მოწვეულ და შემცვლელ მასწავლებლებს სტატუსი არ აქვთ, შესაბამისად, ისინი სხვა პედაგოგებზე ნაკლებ ანაზღაურებას იღებენ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება