სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩვენ ერთმანეთის ძალა და საყრდენი ვართ!“-კურსების საჯარო სკოლის დირექტორი სოფლის საკეთილდღეო საქმეში აქტიურად არის ჩართული
27-01-2022
-
+


ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსების საჯარო სკოლის დირექტორის, თამარ ზარნაძის ინიციატივითა და ჩართულობით ადგილობრივი მოსახლეობის ერთ-ერთი პრობლება მოგვარდა.

ავარიული ხის მოჭრით სოფლისთვის რიგი პრობლემები იქნა აცილებული, რისთვისაც სკოლის თანამშრომლებმა და მოსწავლეების მშობლებმა სოციალური ქსელის მეშვეობით სამადლობელი წერილი გაავრცელეს.

„კურსების საჯარო სკოლა თანამშრომლებისა და მოსწავლეთა მშობლების სახელით მადლობას უხდის ტყიბულის მუნიციპალიტეტის კომუნალური გაერთიანების სამსახურს, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიას, საკრებულოს, კურსების ადმინისტრაციული ერთეულის დეპუტატ გიორგი ავალიანს და ჩვენი სკოლის დირექტორს, ქალბატონ თამარ ზარნაძეს გაწეული სამსახურისათვის. მადლობა ქალბატონი თამარის ინიცირებული საკითხი, მთელი სოფლის ფიქრი და გასაჭირი გულთან რომ მიიტანეთ.. აღნიშნული პრობლემის გადაჭრით (ავარიული ხის მოჭრით) თავიდან იქნა აცილებული რიგი პრობლემები, რომლებიც შეიძლებოდა წარმოქმნილიყო უხვი ნალექის მოსვლის შედეგად - იქნებოდა ეს გაზის მომარაგება, დენის მიწოდება, თუ საავტომობილო გადაადგილების შეფერხება. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ერთმანეთის ძალა და საყრდენი ვართ! მადლობა გვერდით დგომისთვის, ყურადღებისთვის და გაწეული სამსახურისთვის“, - წერია გავრცელებულ სამადლობელ წერილში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მესამე შანსი ორჯერ ჩაჭრილი აბიტურიენტებისთვის - NAEC ხელახალ რეგისტრაციას აცხადებს

წამყვანი და მენტორი მასწავლებელის ახალი პასუხისმგებლობები და კომპეტენციები

ელექტრონულ ჟურნალში მოსწავლეთა მონაცემები 75 წლამდე შეინახება - ვის აქვს მონაცემებზე წვდომა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება