სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

რიონის საჯარო სკოლაში დირექციასთან და პედაგოგებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
26-01-2022
-
+


სერგეი მესხის სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიონის საჯარო სკოლაში წყალტუბოს მერის, გენადი ბალანჩივაძის ინიციატივით დირექციასთან და პედაგოგებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ: წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მამუკა ჩხეტიანი, მერის მრჩეველი ნესტორ აფხაძე, მერის წარმომადგენელი რიონის თემში მიხეილ კეზევაძე და რიონის თემის მაჟორიტარი დეპუტატი გრიგოლი მაღლაფერიძე. 

გენადი ბალანჩივაძემ პედაგოგებს დაგეგმილი და მიმდინარე პროექტები გააცნო, რომლებიც სოფლის წინსვლისა და კეთილდღეობისათვის წინ გადადგმული ნაბიჯია. მან, ასევე განაცხადა, რომ სკოლის სპორტული დარბაზის რეაბილიტაციისთვის თანხა უკვე მოძიებულია, უახლოეს პერიოდში დაიგეგმება და დაიწყება დარბაზის რემონტი.

მერმა პედაგოგებს გააცნო მიმდინარე პროექტები. მან აღნიშნა, რომ გაზაფხულზე დასრულდება სოფელ ზარათის გაზიფიცირების პროცესი და სოფელ რიონის წყალმომარაგების საკითხი. წელსვე, ახლადგახსნილ წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრამდე მისასვლელ გზაზე დაიგება ბეტონის საფარი. 

პედაგოგთა მხრიდან, განათლების საკითხების გარშემო გაჟღერდა გარკვეული ინიციატივები, რომლის გარშემოც წყალტუბოს რესურსცენტრის ხელმძღვანელთან, მამუკა ჩხეტიანთან შეხვედრა კვლავ გაიმართება.

რიონის საჯარო სკოლის ადმინისტრაციამ და პედაგოგიურმა კოლექტივმა მადლობა გადაუხადა მერს აღნიშნული შეხვედრის ორგანიზებისა და კომუნიკაციისათვის.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება