სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

დღეში რამდენი ფურცელი უნდა წაიკითხოს მასწავლებელმა, რომ საგამოცდო ლიტერატურას გაეცნოს?
21-01-2022
-
+


პედაგოგებისთვის სტატუსის ამაღლების გამოცდა ზაფხულში ჩატარდება. მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდები, ტრადიციულად, ივლისში ტარდება ხოლმე. იქამდე კი დაახლოებით 25 კვირა დარჩა ანუ 175 დღე.

საგამოცდო ლიტერატურა, რომელიც გამოცდაზე გასვლის მსურველმა უნდა დაამუშავოს, საკმაოდ ვრცელია. მასწავლებლებს გამოცდამდე არანაკლებ 5000 გვერდის წაკითხვა მოუწევთ. პედაგოგებმა თეორიული მასალიდან დღეში 30 გვერდი რომ წაიკითხონ, საგამოცდო ლიტერატურას სრულად გაეცნობიან, თუცა მეორე საკითხია - რამდენად დაიმახსოვრებს ადამიანი ერთი წაკითხვით ასეთი მოცულობის მასალას.

წამყვანისა და მენტორის სტატუსის მოპოვებისთვის დაანონსებულმა გამოცდამ პედაგოგებს, ნაცვლად მოტივაციის ამაღლებისა, გარკვეული დისკომფორტი შეუქმნა. ისინი აღნიშნავენ, რომ ლიტერატურა ვრცელია და არასაჭირო. მასწავლებლების ნაწილი მიიჩნევს, რომ დირექტორის ეთიკის კოდექსისა და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის საკითხების ცოდნა მათ არ სჭირდებათ, აღნიშნული თეორიული მასალით კი საგამოცდო პროგრამა გართულებულია.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, გარდა ლიტერატურისა, საგამოცდო პროგრამა და ტესტში გამოყენებული დავალების ტიპებიც გამოაქვეყნა, რომელიც, ერთი შეხედვით, რთული სულაც არ ჩანს, თუმცა ლიტერატურის ვრცელმა ჩამონათვალმა მასწავლებლები ისე ააღელვა, რომ აღნიშნულისთვის ყურადღება არც მიუქცევიათ. კერძოდ, საგამოცდო ტესტი სხვადასხვა ტიპის  დავალებისგან შედგება:

  • არჩევითპასუხებიანი;
  • შესაბამისობის;
  • ღია (პროექტის, კვლევის დაგეგმვა, მონაცემთა ანალიზი, რეკომენდაციების შემუშავება და სხვ.);
  • კონკრეტული შემთხვევის/პრობლემური სიტუაციის ანალიზი;
  • ფუნქციური/ანალიტიკური წერა. 

საგამოცდო პროგრამა 4 ძირითად საკითხს მოიაზრებს, რომლის თანახმადაც, მასწავლებელს უნდა შეეძლოს:

  • სკოლის/თემის და მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა
  • ზოგადი განათლების სისტემის ფართო ხედვა
  • სასწავლო პროცესის ეფექტიანი წარმართვისათვის სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებასა და ორგანიზაციასთან თანამშრომლობა
  • მდგრადი განვითარების ძირითადი პრინციპების ცოდნა და გაზიარება

ყოველივე ჩამოთვლილიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მასწავლებლებს საგამოცდო ტესტზე მუშაობა არ უნდა გაუჭირდეთ, თუ თავიანთ პრაქტიკულ ცოდნას გამოიყენებენ, მათ აღნიშნულ საკითხებზე უამრავი ტრენინგი აქვთ გავლილი და ყველაფერი „კარგად დავიწყებული ძველია“. მიუხედავად იმისა, რომ საგამოცდო ლიტერატურა საკმაოდ ვრცელია, პედაგოგების უმრავლესობას თეორიული ნაწილი უკვე დამუშავებული აქვს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება