| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაცია HUMAN RIGHTS WATCH-მა ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით 2021 წელი შეაჯამა და საერთო ანგარიში გამოაქვეყნა.
მასში საქართველოს შესახებაცაა საუბარი და სხვა საკითხებთან ერთად, განხილულია ბავშვთა უფლებებიც.
ანგარიშში ვკითხულობთ, რომ საქართველოში დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის შემდეგ დაახლოებით 50 ათასი ბავშვი განათლების წვდომის გარეშე დარჩა. ამის მიზეზებად კი მაღალმთიან რეგიონებში ცუდი ინტერნეტ კავშირი, ღარიბ ოჯახებში შესაბამისი ელექტრონული მოწყობილობების უქონლობა და ონლაინ სწავლებაში მასწავლებელთა გამოუცდელობა სახელდება.
„2020 წელს პანდემიის დაწყების შემდეგ სკოლებში სწავლა სრულად 155 დღის განმავლობაში შეწყდა, ხოლო კიდევ 84 დღის განმავლობაში ნაწილობრივ, გარკვეული ასაკის ბავშვებისთვის, ზოგ რიონში. იუნისეფის შეფასებით, დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის შემდეგ საქართველოში დაახლოებით 50,000 ბავშვი დარჩა განათლებაზე წვდომის გარეშე. ბევრი მოსწავლე შეფერხებებს აწყდებოდა დისტანციური სწავლებისას, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში ცუდი ინტერნეტკავშირის, ღარიბ ოჯახებში შესაბამისი ელექტრონული მოწყობილობების არქონისა და ონლაინ სწავლებაში მასწავლებელთა გამოუცდელობის გამო“,- წერია ანგარიშში.
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ზოგადი განათლების კანონში ორი ცვლილება შედის - დეტალები
ავტორიზაციის საბჭოს უფლება ეძლევა უნივერსიტეტს სტუდენტთა მიღება 3 წლით შეუზღუდოს - ცვლილებები კანონში
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას