სიახლეები
ყველაზე პოპულარული


„თუ აქედანვე დავიწყებთ მათთვის შეღავათების დაწესებას, ეს შეეწინააღმდეგება ძირითად მიზანს - სწავლის ხარისხის ამაღლებას“ - მაია კობახიძე
26-01-2022
-
+


მას შემდეგ რაც სამინისტროს გადაწყვეტილებით, პრაქტიკოსების გარკვეული ნაწილი სკოლაში დარჩა და უფროსის სტატუსიც მიენიჭა, მაძიებელი პედაგოგები განაწყენდნენ; არაერთხელ გაჟღერდა, რომ სამართლიანობისთვის, ვინც გამოცდაზე გავიდა და კომპეტენციის დასადასტურებლად, მინიმალური ქულა დააკლდა, ეს შედეგი უნდა ჩაეთვალოთ; ითქვა ისიც, რომ მხოლოდ პრაქტიკოსების უფლებებს იცავენ და მაძიებლები მუდმივად დაჩაგრულები არიან. Etaloni.ge-მ განმარტებისთვის პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ხელმძღვანელს, მაია კობახიძეს მიმართა. მის პოზიციას უცვლელად გთავაზობთ.

„ჩვენი მოთხოვნები, პრაქტიკოსი მასწავლებლებისათვის სხვადასხვა შეღავათების დაწესებასთან დაკავშირებით, გამომდინარეობდა რეალური სიტუაციის ობიექტური შეფასებიდან. პრაქტიკოს მასწავლებელთა უმრავლესობას  პედაგოგიურ საქმიანობაში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ბევრი მათგანი 45 წელს გადაცილებულია. მათ დამთავრებული აქვთ უმაღლესი სასწავლებლები 20, 25, 30 წლის წინ და ბუნებრივია, გამოცდებზე, მათი დამოკიდებულება თანამედროვე ტექნოლოგიებთან, ინტერნეტთან, საგამოცდო ტესტების მოთხოვნებთან ახალი გამოწვევაა, რამაც გარკვეული ბარიერი შეუქმნათ, ბოლომდე გამოევლინათ თავიანთი უნარები და შესაძლებლობები. და, ალბათ, რაც ყველაზე მთავარია, დიდი განსხვავებაა მათ პრაქტიკულ საქმიანობასა და გამოცდებზე მიღებულ შედეგებს შორის. ნებისმიერი ადამიანი რომ დაინტერესდეს როგორი ავტორიტეტი და წარმატებები აქვს პრაქტიკოს მასწავლებლებს თაობების აღზრდის საქმეში, თავად დარწმუნდება ამაში. ერთი სიტყვით, როდესაც ვითხოვდით რაიმე გამონაკლისის დაშვებას, პირველ რიგში, ღრმად ვიყავით დარწმუნებულნი, რომ არ შეილახებოდა მოსწავლეთა უფლებები.

ამას ვერ ვიტყვით მაძიებლებთან დაკავშირებით. ჩვენ თავი შევიკავეთ რაიმე გამონაკლისის მოთხოვნაზე მაძიებელთათვის. მათ აქვთ შესაძლებლობა, საუნივერსიტეტო განათლებასთან ერთად, სახელმწიფოს ხელშეწყობით, არაუმეტეს ორი წლის განმავლობაში აიმაღლონ კვალიფიკაცია. სახელმწიფო და ბუნებრივია, ჩვენ ძირითად მიზანს წარმოადგენს ახალი თაობის შესვლა პროფესიაში, რაც ჩვენი ქვეყნის მომავალი თაობის აღზრდისათვის უმთავრესია, მაგრამ თაობათა ცვლა უნდა განხორციელდეს ობიექტური პრინციპების დაცვით. და, თუ აქედანვე დავიწყებთ შეღავათების დაწესებას, ეს პროცესი შეეწინააღმდეგება ძირითადი მიზნის მიღწევას - სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებას.

ორგანიზაციის შეხედულებები და საქმიანობის პრინციპები:როგორც თქვენთვის ცნობილია, ჩვენი ორგანიზაცია იცავს წევრთა შრომით, სოციალურ-ეკონომიკურ, სამართლებრივ უფლებებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მოგვმართავენ არაწევრი პედაგოგებიც, მათ დახმარებაზე უარი არასდროს გვითქვამს. ჩამოყალიბდა ერთგვარი მიზანს აცდენილი პრაქტიკაც. რატომღაც ჩვენგან დახმარებას ითხოვენ იმ შემთხვევებშიც, როდესაც მათ მიმართ ხორციელდება სხვადასხვა ღონისძიებები კანონის სრული დაცვით. მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო: ჩვენ ვეხმარებით ყველას, წევრებსაც და არაწევრებსაც, როდესაც აღმოვაჩენთ მათი უფლებების დარღვევას მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში. ან თუ კანონის რომელიმე ნორმა ლახავს უფლებებს, წარვადგენთ წინადადებებს ცვლილებების მოთხოვნით. გასულმა პერიოდმა ნათლად დაგვანახა, რომ ჩვენი მოთხოვნების დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში ცვლილებები განხორციელდა როგორც წევრებზე, ასევე არაწევრებზეც. პროფკავშირი ვერ იქნება მაშველი რგოლი, ყველა იმ შემთხვევაში, რაც ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებსა და ზნეობრივ პრინციპებს“.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...

ხედვის წარდგენის ვადა გახანგრძლივდა - დოკუმენტაცია 27 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მოაწესრიგოთ

აპლიკანტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე შეუძლიათ - გამოცდა NAEC-ში 24 და 25 ოქტომბერს ჩატარდება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები
მოსწავლეთა წარმატების აღსანიშნავად კლასის დამრიგებელმა მათ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა და მიღწეული შედეგები მიულოცა

ფორუმზე მოსწავლეები წარადგენენ სამეცნიერო ნაშრომებს სამ ძირითად მიმართულებაში

მსგავსი საგანმანათლებლო ვიზიტები მოსწავლეებს ეხმარება, უკეთ გაიაზრონ სახელმწიფოს ფუნქციონირება

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება