სიახლეები


საბავშვო ბაღის აღმზრდელის დამხმარე სახელმძღვანელო - იხილეთ ელექტრონული ვერსია
28-06-2018
-
+


ადრეულ ასაკში ბავშვისადმი სათანადო დამოკიდებულება და სწავლების ხელშეწყობა მომავალში მისი პიროვნებად ჩამოყალიბების და ინტელექტუალური, ფიზიკური, სოციალური და ემოციური მდგომარეობის ფორმირების აუცილებელ პირობას წარმოადგენს.

ბაღის აღმზრდელის დამხმარე სახელმძღვანელოში გაერთიანებულია ადრეულ ასაკში ბავშვის სწავლისა და განვითარების თეორიული მიმოხილვა, სწავლების მეთოდოლოგია და პრაქტიკული სავარჯიშოები.

სახელმძღვანელო ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მიერ მომზადდა გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) თანამშრომლობით, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს სკოლამდელი განათლების სისტემის რეფორმას საქართველოში, განსაკუთრებით კი, სკოლამდელი განათლების პოლიტიკისა და სტრატეგიის ჩამოყალიბებას, მეთოდოლოგიური რესურსებისა და სასწავლო პროგრამის შემუშავებას, ინკლუზიურ განათლებასა და სასკოლო მზაობის კვლევას.

საბავშვო ბაღის აღმზრდელის დამხმარე სახელმძღვანელოს შექმნაში მონაწილეობდნენ ფსიქოლოგები, პრაქტიკოსი პედაგოგები, სხვადასხვა დარგის (ხელოვნება, მუსიკა,სპორტი) სპეციალისტები.

სახელმძღვანელო დაეხმარება აღმზრდელებს, უკეთ გააცნობიერონ ბავშვის განვითარების ინდივიდუალურობა, დაგეგმონ და განახორციელონ საქმიანობები, რომლებიც ხელს შეუწყობს როგორც ბავშვის პიროვნებად ჩამოყალიბებას, ასევე მის მომზადებას სკოლისა და მომავალი ცხოვრებისათვის.

სახელმძღვანელო სარეკომენდაციო ხასიათისაა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების თანამშრომლებს სააღმზრდელო და სასწავლო პროცესის უკეთ დაგეგმვასა და წარმართვაში დაეხმარება.

იხილეთ სახელმძღვანელოს ელექტრონული ვერსია - საბავშვო ბაღის აღმზრდელის დამხმარე სახელმძღვანელო

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

უქმე დღეა თუ არა 17 დეკემბერი სკოლებისა და ბაღებისთვის? - პასუხი აქტუალურ კითხვაზე

„ვერავინ აუკრძალავს მოსწავლეს, რომ მობილური ტელეფონით მივიდეს სკოლაში“

გავრცელებული შეხედულებით ცაციაობა დაკავშრებულია არასტანდარტულ აზროვნებასთან - თქვენც ასე ფიქრობთ?

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

გავრცელებული შეხედულებით ცაციაობა დაკავშრებულია არასტანდარტულ აზროვნებასთან - თქვენც ასე ფიქრობთ?

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები
საზოგადოება