სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წალენჯიხის N2 საჯარო სკოლაში პროექტი - „ახალი წლის ტრადიციები სამეგრელოში“ განხორციელდა
03-01-2022
-
+


წალენჯიხის N2 საჯარო სკოლაში პროექტი - „ახალი წლის ტრადიციები სამეგრელოში“, განხორციელდა.

აღნიშნული პროექტი მე-4ა კლასის დამრიგებელის ნელი სამუშიასა და ინგლისური ენის მასწავლებელის ციცი ჭანტურიას ხელმძღვანელობით გაიმართა. ღონისძების მუსიკალურ გაფორმებაზე კი გულნარა ჯოლოხავამ იზრუნა.

დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა სამეგრელოში გავრცელებული საახალწლო ტრადიციები როლური თამაშებით გადმოსცეს და აქტივობაში მონდომებით ჩაერთნენ.

სკოლამ აქტივობის ამსახველი ვიდეო ევროპელ კოლეგებსა და მოსწავლეებს გაუზიარა, რამაც მათი დიდი მოწონება დაიმსახურა. 

„კულტურული მრავალფეროვნება არის პრინციპი, რომელიც ცნობს და ლეგიტიმაციას უკეთებს კულტურულ განსხვავებებს ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფებს შორის, აგრეთვე არსებობას, თანაარსებობასა და ურთიერთქმედებას სხვადასხვა კულტურას შორის იმავე გეოგრაფიულ სივრცეში.

კულტურული მრავალფეროვნების საშუალებით შეიძლება შეფასდეს ხალხის, ქვეყნის ან რეგიონისთვის დამახასიათებელი სხვადასხვა კულტურული გამონათქვამები, რომლებიც, თავის მხრივ, სხვადასხვა ფაქტორის წყალობით შეიცვალა ან გავლენას ახდენს სხვა ტერიტორიების კულტურული გამონათქვამებით.

წალენჯიხის N2 საჯარო სკოლის მე-4ა კლასის დამრიგებელმა ნელი სამუშიამ, ინგლისური ენის მასწავლებელთან ციცი ჭანტურიასთან ერთად კულტურათაშორისი სწავლების მიზნით, ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში მიმდინარე პროექტში „კულტურული მრავალფეროვნება“ ითანამშრომლეს. პროექტის თემა გახლდათ: „ახალი წლის ტრადიციები სამეგრელოში“.
მოსწავლეები ხალისით ჩაერთნენ ზემოაღნიშნულ აქტოვობაში. როლური თამაში კი დაწყებით კლასებში ყველაზე სახალისო და შედეგისმომცემია.
ვიდეორესურსი გავუზიარეთ ევროპელ კოლეგებს და მოსწავლეებსაც, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ წერილში.

იხილეთ ვიდეო:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„საშუალო მაჩვენებელი გამოითვლება, გააჩნია, რამდენსაათიანი დატვირთვა აქვს პედაგოგს“

განახლებული წესები და მოთხოვნები მასწავლებლებისთვის - საშინაო დავალებები ელჟურნალში უნდა აიტვირთოს

ლექტორების ხელფასი დამოკიდებული იქნება საათებისა და სტუდენტების რაოდენობაზე - „10 ლარიანი ანაზღაურება ერთ წელიწადში ვერ მიიღწევა“

„მოიმატებს ყველა ადამიანის ხელფასი, რომელიც საჯარო სკოლაშია დასაქმებული“...

კავკასიის უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს 

პიროვნება
სკოლები
„კიდევ ერთხელ ვულოცავთ პირველკლასელებს, მათ მშობლებსა და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას“
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება