სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კერძო სკოლა „ანაბასისის“ ოქროსფერი ნაძვის ხის ლამაზი ისტორია
31-12-2021
-
+


ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისის“ მე-4 კლასის მოსწავლეებმა გირჩებისგან ნაძვის ხე დაამზადეს. 

მათ ნაძვის ხისთვის გირჩები შეაგროვეს, გამოაშრეს, ააწვყეს და ოქროსფრად შეღებეს. 

მოსწავლეები აღნიშნულ აქტივობაში დიდი ხალისითა და მონდომებით ჩაერთნენ. 

მე-4 კლასის ხელმძღვანელი თეა გურაბანიძე გახლავთ. 

სკოლა ამ ნაძვის ხის ისტორიას გვიყვება და სასკოლო საზოგადოებას დამდეგ 2022 წელს ულოცავს.

„ანაბასისის“ მეოთხეკლასელებმა სკოლას საჩუქრად გადაცეს ბუნებრივი მასალისაგან დამზადებული ნაძვის ხე. ოქროსფერი ნაძვის ხე გირჩებისგან არის დამზადებული! იდეა ერთი თვის წინ გაუჩნდათ. რომლის განხორციელებაში მშობლებიც აქტიურად ჩაერთვნენ . გირჩები შეაგროვეს, გამოაშრეს. ნაძვის ხის ჩონჩხის ნახაზი შექმნეს, რომლის მიხედვითაც ერთ-ერთმა მშობელმა ხისაგან ნაძვის ხის ჩონჩხი დაამზადა. ნაძვის ხის შემოსვა კი მთელი კლასის მონაწილეობით სკოლაში მოხდა. პირველ რიგში კარკასს მუყაო შემოავლეს, დაამაგრეს, შემდეგ მუყაოზე ლამაზი ჟოლოსფერი ქსოვილი დაამაგრეს. მერე კი.... მერე დაიწყო აქტიური პროცესი, იყო ჟრიამული, ხალისი, ყველა ბავშვმა ოცნება გირჩად ქცეული, ნაძვის ხის კარკასს დაამაგრა, ცარიელი ადგილები სათამაშოებით შეავსეს. ნაძვის ხის შემოსვას ორი დღე მოანდომეს! არ იყო იოლი, ხშირად მიმაგრებული გირჩი ძირს ვარდებოდა, თუმცა ნიკოს დედიკო ყველა გირჩს ხანგრძლივად ამაგრებდა ძირს რომ არ ჩამოცვენილიყო, წებოს გაშრობას ელოდებოდა, ასე ნელ-ნელა იფურჩქნებოდა ნაძვის ხე! იგი ოქოსფრად შეღებეს და სკოლის დერეფანში ამაყად გამოაბრძანეს! ოქროსფერი ნაძვის ხის ისტორიაც შექმნეს! ბევრი პრაქტიკული უნარი შეიძინეს კრეატიულმა მოზარდებმა! გირჩებში ჩამალულ სურვილებს კი სკოლის დამთავრების შემდეგ მოაკითხავენ! ოცნებების და სურვილების ასრულება ჩვენ მეოთხე კლასელებს!
გილოცავთ ახალ წელს, ფეხბედნიერი, ხვავიანი, წარმატებული და ახდენილი ოცნებების წელი ყოფილიყოს 2022 წელი“,- აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სასკოლო ფორმას სხვას ვერ შეაკერინებთ - „მშობელი ვალდებულია სახელმწიფოსგან იყიდოს“

უქმდება სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამა - ეხებათ თუ არა ცვლილება მოქმედ სტუდენტებს

სპეცმასწავლებლებლების საყურადღებოდ - მთავარი ცვლილებები სტანდარტსა და კადრების გადამზადებას შეეხება

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება