| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის N1 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლემ, ძალოსანმა ლერი ნეფარიძემ რაფაელ ჩიმიშკიანის სახელობის ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა და 15-17 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.
სკოლა მოსწავლის წარმატებით ამაყობს და წინსვლას უსურვებს.
„კიდევ ერთი საახალწლო საჩუქარი გაუკეთა მშობლიურ შუქრუთის N1 საჯარო სკოლას მე- 9კლასის მოსწავლე ლერი ნეფარიძემ. იგი გახდა 15-17 წლამდე ასაკის ძალოსანთა შორის პირველი ოლიმპიური ჩემპიონი, რაფაელ ჩიმიშკიანის სახელობის ტურნირის ოქროს მედლის მფლობელი.
გვინდა მთელი სულით და გულით მივულოცოთ მას ეს წარმატება და ვუსურვოთ მომავალშიც არაერთხელ ესახელებინოს მშობლიური სკოლა და საქართველო“,- აღნიშნულია სკოლის მისალოც წერილში.
მთავარი ფოტო: ლერი ნეფარიძე სკოლის დირექტორ ზურაბ ნეფარიძესთან ერთად.
იხილეთ ფოტოები:
მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება
ეს საჯარო აღიარებაა - დასტური იმისა, რომ დირექციისა და პედაგოგების ძალისხმევა ფასდება, რაც თითოეულ მოსწავლესა და მშობელს სიამაყის განცდას უჩენს
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება