სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბოძაურის საჯარო სკოლა 2021 წელს წარმატებით ასრულებს
24-12-2021
-
+


ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბოძაურის საჯარო სკოლისთვის 2021 წელი წარმატებული და ნაყოფიერი იყო. სასწავლო წლის შედეგებს Etaloni.ge-სთან სკოლის დირექტორი არსენ შავაძე აჯამებს.

მისი თქმით, წელს, სკოლის 8 კურსდამთავრებულიდან 7 სტუდენტი გახდა, მათგან 2-მა სახელმწიფო გრანტიც მოიპოვა. 

გარდა ამისა, სკოლაში ტარდებოდა სასწავლო-შემეცნებითი ღონისძიებები, ვიქტორინები, პრეზენტაციები, პროექტები. მოსწავლეები სხვადასხვა საგანმანათლებლო თუ კულტურულ ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობდნენ. მაგალითად, სკოლის თეატრალური დასი საყმაწვილო-სასკოლო დასების თეატრალურ ფესტივალში - „პირველი ავტოგრაფი“, ჩაერთო. მოსწავლეებმა კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენიდან“ „მეფე გიორგის გასამართლება“ წარმოადგინეს და მაყურებელთა დიდი მოწონებაც დაიმსახურეს. 

სკოლის დირექციისთვის მოსწავლეთა არაფორმალური განათლების ხელშეწყობა ასევე ერთ-ერთი პრიორიტეტულია. სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ აქტიურად არიან ჩართულნი და კონკურსში წარმატებით ასპარეზობენ. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული მრავალფეროვანი გარემოა შექმნილი, სადაც პედაგოგთა მთავარი საზრუნავი მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება და შემოქმედებითი უნარების წარმოჩენაა.

როგორც სკოლის დირექტორი არსენ შავაძე ამბობს, სკოლის ასეთი წარმატება პედაგოგებისა და თანამშრომლების ერთობლივი ძალისხმევის შედეგია.

„სწავლის მხრივ, ჩვენი სკოლა ძალიან კარგია. მასწავლებლები მათზე დაკისრებულ მოვალეობას თავს შესანიშნავად ართმევენ. ისინი მოსწავლეთა განათლებაზე ზრუნავენ. ამისთვის კი ყველა პედაგოგსა და სკოლის თანამშრომელს უდიდეს მადლობას ვუხდი. ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ და მომავალი თაობის განვითარებაზე უფრო მეტი მონდომებითა და ენერგიით ვზრუნავთ. აქვე მინდა, რომ თანამშრომლობისთვის „ეტალონსაც“ მადლობა გადავუხადო“,- ამბობს სკოლის დირექტორი არსენ შავაძე.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...

ხედვის წარდგენის ვადა გახანგრძლივდა - დოკუმენტაცია 27 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მოაწესრიგოთ

აპლიკანტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე შეუძლიათ - გამოცდა NAEC-ში 24 და 25 ოქტომბერს ჩატარდება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები
მოსწავლეთა წარმატების აღსანიშნავად კლასის დამრიგებელმა მათ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა და მიღწეული შედეგები მიულოცა

ფორუმზე მოსწავლეები წარადგენენ სამეცნიერო ნაშრომებს სამ ძირითად მიმართულებაში

მსგავსი საგანმანათლებლო ვიზიტები მოსწავლეებს ეხმარება, უკეთ გაიაზრონ სახელმწიფოს ფუნქციონირება

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება