სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სავანეთის საჯარო სკოლაში სლოგანების კონკურსი გაიმართა
06-12-2021
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტ სოფელ სავანეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

სკოლაში 29 ნოემბერს პროექტის - „SHE's GREAT!“, ფარგლებში დაიწყო საკონკურსო კვირეული თემაზე - გენდერული თანასწორობა და გამოცხადდა სლოგანების კონკურსი.

„მონაწილეებს კონკურსამდე დრო 10 დღე ჰქონდათ. მოსწავლეებმა მრავალნაირი სლოგანები წარადგინეს, რომელთა შეფასებისთვის შეიქმნა კომპეტენტური ჟიური. მათი ნამუშევარი გამოიკრა სამოქალაქო განათლების ოთახში. სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლამზირა ოსეფასვილი მოსწავლეებს აკვალიანებდა და სწორ მიმართულებას აძლევდა. გაკვეთილის შუალედების დროს მოსწავლეები სიამაყით აჩვენებდნენ კლასელებს ნამუშევრებს, შემოდიოდნენ სხვადასხვა კლასის მოსწავლეები და ათვალიერებდნენ, კითხულობდნენ. ეს კვირა იყო მეტად დატვირთული - ხელჩართული მუშაობა, მზადება, რაც საინტერესოს ხდიდა მუშა პროცესს. საუკეთესო სლოგანების ავტორები 3 დეკემბერს გამართულ შემაჯამებელ ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ. დემოკრატიის არსებობა დამოკიდებულია სწორედ მოქალაქის უნარებზე ცოდნასა და განწყობაზე. სამოქალაქო აღზრდის სწავლების შედეგად მოსწავლეები იგებენ იმას, თუ რას ნიშნავს იყო მოქალაქე, ამასთან ერთად მოქალაქე არა მხოლოდ უფლებებით უნდა იყოს აღჭურვილი, არამედ  შესაბამისი ვალდებულებები და პასუხისმგებლობა უნდა გააჩნდეს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ თუ ადამიანი საკუთარ მოქალაქეობრივ ვალს ვერ აცნობიერებს, ის ვერ გამოიყენებს საკუთარ უფლებებსა და თავისუფლებებს. სამოქალაქო განათლება დიდ სამსახურს უწევს მოსწავლე ახალგაზრდობას, ერთგვარი მეგზურის თუ გზამკვლევის ფუნქციას ითავსებს. ეს არის საგანი, რომელიც მოსწავლეებს ცხოვრებისთვის ამზადებს, აკვალიანებს, ასწავლის, რათა შემდგომ დამოუკიდებლად შეძლონ საზოგადოებაში ინტეგრაცია“ - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...

ხედვის წარდგენის ვადა გახანგრძლივდა - დოკუმენტაცია 27 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მოაწესრიგოთ

აპლიკანტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე შეუძლიათ - გამოცდა NAEC-ში 24 და 25 ოქტომბერს ჩატარდება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები
მოსწავლეთა წარმატების აღსანიშნავად კლასის დამრიგებელმა მათ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა და მიღწეული შედეგები მიულოცა

ფორუმზე მოსწავლეები წარადგენენ სამეცნიერო ნაშრომებს სამ ძირითად მიმართულებაში

მსგავსი საგანმანათლებლო ვიზიტები მოსწავლეებს ეხმარება, უკეთ გაიაზრონ სახელმწიფოს ფუნქციონირება

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება