სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N108 საჯარო სკოლის VIII კლასში პროექტი - „ავიცრა VS არ ავიცრა“ განხორციელდა
06-12-2021
-
+


თბილისის N108 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

სკოლის VIIIე კლასმა მედიაწიგნიერების დღე აღნიშნა პროექტით - „ავიცრა VS არ ავიცრა“.

აღნიშნული პროექტის შესახებ მეტ დეტალურ ინფორმაციას სკოლის ქიმია ბიოლოგიის პედაგოგი ლუსანა ლომაია ავრცელებს.

„ციფრულ სამყაროში  რომ არ „დავიკარგოთ“, მედიაწიგნიერების უნარები გვჭირდება. მე, როგორც საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებელმა, მიზნად დავისახე დეზინფორმაციის გაბათილება მეცნიერული ფაქტებით და ჩატარებული გამოკვლევებით. მოსწავლეებმა გააბათილეს მასმედიაში გავრცელებული ანტივაქსერული დებულებები, პროგრამა Fact Ceck-ში მუშაობით დაამტკიცეს ინტერნეტში ფართოდ გავრცელებული სურათების ნამდვილი წარმომავლობა, საკუთარი კვლევის საფუძველზე (ლაბორატორიაში მოხდა პირბადეზე და დაუბანელ ხელზე არსებული ბაქტერიების კულტივირება) დაამტკიცეს, რომ პირბადე და ხელების ხშირი დეზინფექცია გვიცავს ბაქტერიებისგან, ჩაატარეს კვლევა მასწავლებლებსა (82 მასწავლებელი) და მშობლებში (1034 მშობელი), გამოიკვლიეს და გაანალიზეს მათთვის საინტერესო საკითხები, დაამზადეს პროექტის ლოგო. იმსჯელეს, თუ რა მიზნებით ხდება დეზინფორმაციის გავრცელება. ისაუბრეს კოვიდაფეთქებისას ადამიანების გმირულ საქციელსა და თავდადებაზე. პროექტის ბოლოს შემაჯამებელი ქვიზი შეასრულეს“, - აღნიშნულია პედაგოგის წერილში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...

ხედვის წარდგენის ვადა გახანგრძლივდა - დოკუმენტაცია 27 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მოაწესრიგოთ

აპლიკანტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე შეუძლიათ - გამოცდა NAEC-ში 24 და 25 ოქტომბერს ჩატარდება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები
მოსწავლეთა წარმატების აღსანიშნავად კლასის დამრიგებელმა მათ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა და მიღწეული შედეგები მიულოცა

ფორუმზე მოსწავლეები წარადგენენ სამეცნიერო ნაშრომებს სამ ძირითად მიმართულებაში

მსგავსი საგანმანათლებლო ვიზიტები მოსწავლეებს ეხმარება, უკეთ გაიაზრონ სახელმწიფოს ფუნქციონირება

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება