სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ეტალონი“ მოსწავლეებს წარმატების მწვერვალების დაპყრობაში ეხმარება“ - დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ I ტური დასრულდა
06-12-2021
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მიზანია მოსწავლეებში განათლების ხელშეწყობა, მოტივაციის გაზრდა და წახალისება. ინტელექტუალური კონკურსი კორონავირუსის გამო დისტანციურ ფორმატში უკვე მეორე წელია ტარდება და მისი დახმარებით მოსწავლეები თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევებსაც ივითარებენ.

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში თბილისელი მოსწავლეებისთვის  ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.

კონკურსის მნიშვნელობაზე  დიდუბე-ჩუღურეთის  რაიონის საჯარო სკოლების დირექტორები etaloni.ge-სთან საუბრობენ.

გალაქტიონ მინდიაშვილი, თბილისის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

„მოსწავლეეების ინტელექტუალური განვითარებისთვის „ეტალონი“ ძალიან კარგი პროექტია და შესაბამისად შეუძლებელია დადებითად არ ვიყოთ განწყობილი. ჩვენ ყოველ წელს ვმონაწილეობთ ამ ცოდნის შეჯიბრში. თუ გავითვალისწინებთ, რომ პანდემიაა, ბავშვებს დისტანციურად მოუწიათ ტესტებზე მუშაობა, შედეგებით ნამდვილად კმაყოფილი ვარ, მოახერხეს კიდევაც მეორე ტურში გადასვლა და იმედი მაქვს იქაც გამოიჩენენ თავს. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო „ეტალონს“, რომ მოსწავლეებს აძლევს საკუთარი ცოდნისა და უნარების გამოვლენის შესაძლებლობას, ნამდვილად მნიშვნელოვანია სასკოლო ცხოვრებაში მსგავსი პროექტების არსებობა“.

ბაია გაბაიძე, თბილისის N26 საჯარო სკოლის დირექტორი:

„რა თქმა უნდა კმაყოფილი ვარ ჩვენი მოსწავლეების შედეგით, სამწუხაროდ რამდენიმე ბავშვი არ იყო იმ დღეს და სინანული გამოთქვეს, რომ ვერ მოახერხეს პირველ ტურში მონაწილეობა, თუმცა დარწმუნებული ვარ მომავალ წელს აუცილებლად მიეცემათ ამის შესაძლებლობა და თავსაც გამოიჩენენ. „ეტალონის“ ინტელექტს-ჩემპიონატი ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი პროექტია, ბავშვები განსახვავებულნ გამოცდილებას იძენენ და საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის კარგი საშუალებაა, მოსწავლეებს ეძლევათ საშუალება რეფლექსია მოახდინონ რა იციან, რას უნდა მიაქციონ მეტი ყურადღება და ვფიქრობ, რომ ნამდვილად დასააფესებელ საქმეს ეჭიდება „ეტალონი“.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სასკოლო ექსკურსიის მანქანა გზიდან გადავრადა - დაშავებულია 4 მოსწავლე

ავარია ექსკურსიაზე, დაშავებულია 4 მოსწავლე - შსს-მ გამოძიება დაიწყო

ვის ევალება ტრენინგებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება

NAEC-მა საგამოცდო პროგრამები და ტესტურ დავალებათა ნიმუშები გამოაქვეყნა 

პიროვნება

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ლალი მურადაშვილი გვიზიარებს

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

„ზოგჯერ ერთი სიტყვაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანს დიდი სიხარული აჩუქო“ - 

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება