სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კიროვაკანის საჯარო სკოლაში სიახლეებსა და გამოწვევებს წარმატებით უმკლავდებიან
26-11-2021
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვაკანის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დასწრებით რეჟიმში აქტიურად მიმდინარეობს.

სკოლაში არსებულ რეკომენდაციებს ზედმიწევნით იცავენ: ადმინისტრაციას, პედაგოგებსა თუ მოსწავლეებს გაცნობიერებული აქვთ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ყველა წესს სრულყოფილად მიჰყვებიან. აღსანიშნავია, რომ მშობლებიც დაინტერესებულნი არიან, რომ სწავლა კვლავ საკლასო ოთახებში გაგრძელდეს, რადგან მიაჩნიათ რომ დასწრებითი ფორმატი ბევრად ეფექტურია; თუმცა სკოლა ასევე, მზად არის ონლაინ სწავლებაზე გადასასვლელადაც.

ასევე, აღსანიშნავია, რომ სკოლაში ელექტრონულ ჟურნალს იყენებენ, თუმცა გარკვეულ ტექნიკურ პრობლემებს აწყდებიან. სკოლაში იმედს გამოთქვამენ რომ არსებული გამოწვევები ეტაპობრივად მოგვარდება და ელექტრონული ჟურნალის წარმოებას შეუფერხებლად შესძლებენ.

კიროვაკანის საჯარო სკოლაში სიახლეებიც არის; მიმდინარე  წლის სექტემბრიდან ორმა პედაგოგმა უფროსი მასწავლებლის სტატუსი დაიმსახურა, ხოლო ხუთი მასწავლებელი ქართული ენისა და ლიტერატურის B1 დონეს ეუფლება, რაც ახალი სქემის ფარგლებში მათთვის საშუალებაა შემდგომში გაიარონ გრძელვადიანი ტრენინგები და შეიცვალონ სტატუსები.

სკოლაში ასევე ახალი კადრებიც შევიდნენ, რომლებიც კონკურსის წესით შეირჩნენ. როგორც სკოლაში აცხადებენ მათ საქართველოში აქვთ უმაღლესი განათლება მიღებული; არიან მოტივირებულები, ხალისიანები და თანამედროვე მოსწავლის სწავლა-სწავლების საკითხებზე ორიენტირებულნი. ცვლილებები დადებითად ისახება სკოლის საერთო მუშაობის წარმართვაზე.
 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

რამდენი შემაჯამებელი უნდა დაიწეროს სემესტრში - განმარტება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება