სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N1 სკოლის მესამეკლასელები, კომპლექსური დავალების ფარგლებში, წერილის მთავარ მახასიათებლებს გაეცნენ
18-11-2021
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

სკოლის მე-3ა კლასის მოსწავლეები კომპლექსური დავალების ფარგლებში წერილის მთავარ მახასიათებლებს, მის შედგენილობასა და ჩარჩო-კონსტრუქციას გაეცნენ. აღსანიშნავია, რომ ნიჭიერი მოსწავლეების დამრიგებელი თეა ჭუმბურიძეა.

მონდომებული მესამე კლასელები საგაკვეთილო პროცესში დიდი ხალისითა და ენთუზიაზმით ჩაერთნენ.

„მოთხრობის პერსონაჟისათვის მიწერილი წერილების პრეზენტაციის შემდეგ სკოლის დირექტორმა, ფაქიზო ფანჩულიძემ პატარებს შესთავაზა ამჯერად მისთვის მიეწერათ წერილი და იმ სურვილების შესხებ მოეთხროთ, რომლებიც სასკოლო ცხოვრებას უკავშირდება. პატარებმაც სიამოვნებით აიტაცეს შემოთავაზება და მეორე დღესვე ნახატებით გაფორმებული საკუთარი სურვილები დირექტორს გააცნეს. როგორც მოსალოდნელი იყო, მათი უმრავლესობა სკოლის საახალწლო სამზადისს და მის სადღესასწაულო  მორთულობას უკავშირდებოდა. ბავშვური გულწრფელობა და უსაზღვრო ფანტაზია ჩანდა მათ სურვილებში კედლების შეფერილობიდან დაწყებული სკოლის ზარის მელოდიით დამთავრებული. წერილებში გადმოცემული სურვილების შემდეგ მესამეკლასელებმა დირექტორთან კითხვა - პასუხის რეჟიმში გააგრძელეს საკუთარი მოსაზრებებისა და მოლოდინების გაჟღერება“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოზარდი, რომელმაც თბილისში ერთი ადამიანი დაჭრა, დაკავებულია - დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

უფასოდ პედაგოგები, პენსიონერები და სხვა რისკჯგუფებს მიკუთვნებული მოქალაქეები აიცრებიან

პირველი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებიდან - 14 ოქტომბერი დასვენებაა

პიროვნება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე პასუხობს
 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის დირექტორი ნვარდ სოგოიანი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება