სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საჯიჯაოს N1 საჯარო სკოლის ეკოლოგიურმა და სამოქალაქო კლუბებმა საქველმოქმედო აქცია გამართეს
08-11-2021
-
+


ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოს N1 საჯარო სკოლის ბაზაზე არსებულმა ახალგაზრულმა სამოქალაქო კლუბმა „ანაბასისმა“ და ეკოკლუბმა „ეკო-kids“ საქველმოქმედო აქცია გამართეს.

​აქციის ფარგლებში სიღარიბის ზღვარს ქვემო მყოფ ოჯახს დაეხმარნენ. აქციის ორგანიზატორების ინფორმაციის მსგავსი ღონისძიებები კვლავ გაიმართება.

„17 ოქტომბერის სიღარიბის საერთაშორისო დღე აღინიშნება.​ საჯიჯაოს N1 საჯარო სკოლის ბაზაზე არსებული ახალგაზრდული სამოქალაქო კლუბ „ანაბასისის“ და ეკოკლუბ „ეკო-kids-ის“ ინიციატივით დაიგეგმა საქველმოქმედო აქცია, რომელიც ითვალისწინებდა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოში მცხოვრები სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების დახმარებას. კლუბის ლიდერებმა, გამგეობის წარმომადგენელი სოფელ საჯიჯაოში ბ-ნ ედიშერ ფოცხორაიასთან ერთად შეარჩია მერაბ ნარსიას ოჯახი. საჯიჯაოს N1 საჯარო სკოლის კლუბის გამგეობის წევრებმა და კლუბის მეურვე პედაგოგმა ბელა ქვარცხავამ, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ოჯახში მივიდნენ, სადაც შემოწირულობიდან მიღებული თანხით შეძენილი პროდუქტები მიიტანეს. ჩვენ, კლუბის ლიდერები, კლუბის წევრები, კლუბის გამგეობის წევრები და მეურვე პედაგოგი დიდ მადლობას ვუხდით საჯიჯაოს N1 საჯარო სკოლას, გამგებლის წარმომადგენელს სოფელ საჯიჯაოში ბ-ნ ედიშერ ფოცხორაიას და მის თანამშრომლებს, საჯიჯაოში ერთ-ერთი სუპერმარკეტის თანამშრომელს დიმა ტყებუჩავას და ყველა იმ ადამიანს ვინც ცოტათი მაინც წვლილი შეიტანა ქველმოქმედებაში. ანალოგიური სახის აქციებს ჩვენ მომავალშიც განვახორციელებთ. ადამიანების დახმარება და გვერდით დგომა ჩვენი ვალდებულებაა“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება