სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში უნივერსიტეტის განვითარების ახალი სტრატეგია წარადგინა
07-02-2018
-
+


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელშიც განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ზურაბ ხონელიძე მონაწილეობდნენ.

საქმიან შეხვედრაზე რექტორმა საუნივერსიტეტო დიპლომატიის კონტექტსში უნივერსიტეტის განვითარების ახალი სტრატეგია კიდევ ერთხელ წარადგინა.

ცალსახად აღინიშნა, რომ უნივერსიტეტის, როგორც სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულების ინტეგრირება ერთიან ქართულ და ევროპულ სივრცეში ვერ მოხდება აფხაზეთის თემის გვერდის ავლით. რექტორის მხრიდან ასევე ითქვა, რომ უნივერსიტეტის მისია, მხოლოდ საგანმანათლებლო ფუნქციით ვერ ამოიწურება, რადგან სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს, რომელიც თანაზიარია ქვეყნის ბედის, ხელეწიფება ქართულ-აფხაზური ხიდჩატეხილობის დაძლევა, ყოველგვარ დაპირისპირებათა მშვიდობიან კალაპოტში მოქცევა და ავტორიტეტული მეცნიერულ-ჰუმანისტური დიალოგის წარმართვა აფხაზ ძმებთან.

უნივერსიტეტი დღეს, ეთნიკურ-მენტალური და სოციო-კულტურული ფასეულობების შემაკავშირებელი ფუნქციის მატარებელია. უნივერსიტეტის ფესვებთან - სოხუმთან მაქსიმალური დაახლოების მიზნით, იგეგმება საუნივერსიტეტო სივრცის გაფართოება, ხმელეთით სამეგრელოს, ზღვით - ბათუმის გავლით.

შეხვედრაზე ითქვა, რომ უნივერსიტეტის უნიკალური მისია უპირატესობასთან ერთად, საგანგებო და ისტორიული პასუხისმგებლობაცაა, რაც მთლიანობაში ქმნის შესაძლებლობას, შიდა და გარე რესურსების მობილიზაციით, სსუ რეგიონში საუნივერსიტეტო - რეგიონულ ცენტრად -ჰაბად ჩამოყალიბდეს.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მიესალმება იმ ცვლილებებს, რაც უნივერსიტეტში უმოკლეს დროში განხორციელდა. აღინიშნა, რომ იგი, ქართული სახელმწიფოს სტრატეგიული განვითარების შემადგენელია. უნივერსიტეტს, როგორც სახელმწიფოს ნაწილს, ექნება სრული მხარდაჭერა არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესაცვლელად, ასევე სასწავლო-სამცენიერო კვლევითი საქმინობების გასაუმჯობესებლად.

საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა აღნიშნა, რომ უნივერსიტეტის ახალი ინოვაციური ხედვა საუნივერსიტეტო დიპლომატიის კონტექსტში, დღემდე გამოუყენებელი რესურსის საგანმანათლებლო-აკადემიური პოტენციალის ამოქმედება უნიშვნელოვანესია ნდობის აღდგენისა და ერთიანი ქართული სახელწიფოს ფორმირების პროცესში. უნივერსიტეტის ხედვები საკანონმდებლო დონეზე იქნება მხარდაჭერილი.

მარიამ ჯაშის აზრით, ვერანაირი ტერიტორიის დაბრუნება ვერ მოხდება ერთმანეთის დაბრუნების გარეშე, ამ მიმართულებით კი ახალი თაობის - სტუდენტების როლი განუსაზღვრელია.

სამუშაო შეხვედრისას ასევე ითქვა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღირსეულად იქნას წარმოდგენილი საქართველოს დედაქალაქში, რათა მოხდეს მისი ისტორიულ ფესვებთან დაბრუნება.

საბოლოოდ შეხვედრაზე ჩამოყალიბდა პოზიცია, რომ დამოკიდებულება აფხაზეთის უნივერსიტეტისადმი არის დამოკიდებულება აფხაზეთის თემისადმი, ხოლო დამოკიდებულება აფხაზეთის თემისადმი არის დამოკიდებულება ერთიანი ქართული სახელმწიფოსადმი.

ამგვარად, არა მხოლოდ სახელისუფლებო სტრუქტურების, არამედ არასამთავრობო სექტორის, პოლიტიკური ჯგუფებისა და პარტიების დამოკიდებულება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისადმი უნდა იყოს შესაბამისი.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლის სახლი დაწყებითი საფეხურის პედაგოგების გადამზადებაზე ინფორმაციას ავრცელებს  

ცვლილება დეკრეტული შვებულების წესში - პედაგოგებისა და საჯარო მოხელეებისთვის რეგულაციები გამკაცრდა

„ისტორიის სამივე ვარიანტი რთულად უნდა გამოცხადდეს... კითხვები იყო ორაზროვანი“... - აბიტურიენტები ტესტირების შესახებ

ყალბი დიპლომი, სკოლების სარეაბილიტაციო  დოკუმენტაციების გაყალბება, ბაღებისთვის უხარისხო პროდუქციის შეძენა... -14 საქმეზე 28 პირი დააკავეს

ისტორიის გამოცდაზე დაგვიანებით შვიდი აბიტურიენტი მივიდა

პიროვნება

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

სიხარულით, შემოქმედებითობითა და ემოციებით დატვირთული დღე შთამბეჭდავად წარიმართა

წირვის დასრულების შემდეგ მაღალყოვლადუსამღვდელოესმა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ გიმნაზიელები დალოცა და მედლები გადასცა
 

ბავშვებმა სხვადასხვა საინტერესო ექსპონატი დაათვალიერეს, თავად ჩაერთნენ ცდებში და არაერთი საინტერესო აღმოჩენაც გააკეთეს

 

 

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება