სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლის მიერ განხორციელებული აქტივობების შესაბამისი კრედიტები ავტომატურად ისახება თუ არა, ESCHOL-ის ბაზაში?
07-02-2018
-
+


მასწავლებლის მიერ განხორციელებული აქტივობების შესაბამისი კრედიტები ავტომატურად ისახება თუ არა, ESCHOL-ის ბაზაში? 

როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, მასწავლებელის მიერ არჩეული და შესრულებული აქტივობები ავტომატურად არ ისახება ბაზაში. 

გამონაკლისს წარმოადგენს,
 მხოლოდ საგნობრივი კომპეტენციის, პროფესიული კომპეტენციის და გარე დაკვირვების აქტივობები, აღნიშნული აისახება ESCHOL-ის ბაზაში ავტომატურად.

მასწავლებელის მიერ არჩეული და შესრულებული აქტივობების შეფასება ევალება სკოლის შეფასების ჯგუფს. 

მასწავლებლის შეფასების ჯგუფი შედგება საჯარო სკოლის დირექტორის,  დირექტორის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ფასილიტატორისა და შესაბამისი საგნობრივი/საგნობრივი ჯგუფის კათედრის მიერ 3 წლის ვადით წარდგენილი წევრისაგან. კერძო სკოლაში მასწავლებლის შეფასების ჯგუფის შემადგენლობას განსაზღვრავს კერძო სკოლა.

მასწავლებლის შეფასების ჯგუფის მიერ მასწავლებლის შეფასების ფორმებია:

ა) გაკვეთილზე დაკვირვება და მასწავლებლისათვის განმავითარებელი შეფასების მიცემა (პრაქტიკოსი და უფროსი მასწავლებლისთვის);

ბ) სამოდელო გაკვეთილის შეფასება (უფროსი და წამყვანი მასწავლებლისათვის);

გ) მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში არსებული დოკუმენტების შეფასება (პრაქტიკოსი, უფროსი და წამყვანი მასწავლებლისათვის).

გაკვეთილზე დაკვირვება და ჩატარებული გაკვეთილის შეფასება

ა) მასწავლებლის შეფასების ჯგუფი აკვირდება პრაქტიკოსი/უფროსი მასწავლებლის მიერ ჩატარებულ გაკვეთილს და გაკვეთილის შეფასების რუბრიკის გამოყენებით აფასებს მას.

ბ) მასწავლებლის შეფასების ჯგუფი პრაქტიკოს/უფროს მასწავლებელთან ერთად განიხილავს გაკვეთილზე დაკვირვების შედეგებს და გონივრულ ვადაში აძლევს მას განმავითარებელ  შეფასებას წერილობითი ფორმით და ანიჭებს მას  კრედიტქულებს.

სამოდელო გაკვეთილის შეფასება

ა) მასწავლებლის შეფასების ჯგუფი აკვირდება უფროსი/წამყვანი მასწავლებლის მიერ ჩატარებულ სამოდელო გაკვეთილს და შესაბამისი რუბრიკის გამოყენებით აფასებს მას.

ბ) მასწავლებლის შეფასების ჯგუფი, უფროსი/წამყვანი მასწავლებლის მიერ ჩატარებულ სამოდელო გაკვეთილზე დაკვირვებების საფუძველზე ანიჭებს მას  კრედიტქულებს.

მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში არსებული დოკუმენტების შეფასება

ა) მასწავლებელი ვალდებულია, ელექტრონულ სისტემაში მასწავლებლის პროფესიულ  საქაღალდეში განათავსოს სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის მისანიჭებლად/შესანარჩუნებლად აუცილებელი სავალდებულო აქტივობებისა და დამატებითი საქმიანობების/აქტივობების განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტები.

ბ) მასწავლებლის მიერ ელექტრონულ სისტემაში მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში არსებული დოკუმენტების განთავსების ვადები განისაზღვრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

მასწავლებლის შეფასების შედეგების განთავსება ელექტრონულ სისტემაში

ა) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს მასწავლებლის შეფასების შედეგებისა და მასწავლებლისათვის:

ა.ა) სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭების შესახებ წინადადების განთავსება ელექტრონულ სისტემაში;

ა.ბ) უფროსი/წამყვანი მასწავლებლის სტატუსის შეწყვეტისა და მისთვის პრაქტიკოსი/უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების შესახებ წინადადების განთავსება ელექტრონულ სისტემაში.

ბ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს მასწავლებლის შეფასების შედეგებისა და მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრული სტატუსის შენარჩუნებისა და შეწყვეტის (პრაქტიკოსი მასწავლებლის შემთხვევაში) შესახებ გადაწყვეტილების ასახვა ელექტრონულ სისტემაში.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლის სახლი დაწყებითი საფეხურის პედაგოგების გადამზადებაზე ინფორმაციას ავრცელებს  

ცვლილება დეკრეტული შვებულების წესში - პედაგოგებისა და საჯარო მოხელეებისთვის რეგულაციები გამკაცრდა

„ისტორიის სამივე ვარიანტი რთულად უნდა გამოცხადდეს... კითხვები იყო ორაზროვანი“... - აბიტურიენტები ტესტირების შესახებ

ყალბი დიპლომი, სკოლების სარეაბილიტაციო  დოკუმენტაციების გაყალბება, ბაღებისთვის უხარისხო პროდუქციის შეძენა... -14 საქმეზე 28 პირი დააკავეს

ისტორიის გამოცდაზე დაგვიანებით შვიდი აბიტურიენტი მივიდა

პიროვნება

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

სიხარულით, შემოქმედებითობითა და ემოციებით დატვირთული დღე შთამბეჭდავად წარიმართა

წირვის დასრულების შემდეგ მაღალყოვლადუსამღვდელოესმა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ გიმნაზიელები დალოცა და მედლები გადასცა
 

ბავშვებმა სხვადასხვა საინტერესო ექსპონატი დაათვალიერეს, თავად ჩაერთნენ ცდებში და არაერთი საინტერესო აღმოჩენაც გააკეთეს

 

 

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება