| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საბა დადვანის სახელობის სოფელ ტანძიის საჯარო სკოლა 4 ოქტომბრიდან დასწრებულ რეჟიმში სწავლობს. სკოლის დირექტორი თამაზ ბერიანი Etaloni.ge-ს უყვება, რომ სკოლაში მასწავლებლებსა და მოსწავლეებში კორონავირუსის შემთხვევები არ ყოფილა. იცავენ სკოლებისთვის განკუთვნილ რეგულაციებს და სასწავლო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს.
„ახლაც სკოლისთვის საჭირო სადეზინფექციო საშუალებებს ვღებულობ. ჩვენ პირისპირ სწავლების რეჟიმზე ვართ 4 ოქტომბრიდან და დისტანციურზე არ გადავსულვართ. ერთი-ორი შემთხვევა იყო, როცა მშობლები დაინფიცირდნენ და მათი შვილები გადავიყვანეთ დისტანციურ სწავლებაზე. ვიცავთ რეგულაციებს. ვირუსი არცერთ მასწავლებელს არ დადასტურებია, აცრილია 80 პროცენტი და ის 20 პროცენტიც ისეთია, ვინც გადაიტანა კოვიდი და ელოდება დროის გასვლას, როდესაც შესაძლებელი იქნება ჩაიტარონ ვაქცინაცია. სკოლაში გვაქვს ჰიბრიდული სწავლების მოდელიც, მშობლების მოთხოვნით 10 ბავშვს დისტანციურად უტარდება გაკვეთილები“.
სწავლის დასწრებულ რეჟიმში დაწყებიდან 1 თვე გავიდა, სკოლები ეპიდსიტუაციის მართვას რეგლაციების დაცვით ახერხებენ. იმ შემთხვევაში კი თუ ვირუსი მაინც იჩენს თავს, წერტილოვან შეზღუდვებს მიმართავენ.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი