სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„პედაგოგებს სჭირდებათ პატივისცემა და მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან“- ნინო გარსევანიშვილი, შინდისის საჯარო სკოლის დირექტორი
25-10-2021
-
+


რას ნიშნავს მისთვის პასუხისმგებლობა? რას ისურვებდა 10 წლის შემდეგ? და მისი აზრით რა სურს მოსწავლეს? - ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით, მოსაზრებას გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო გარსევანიშვილი გვიზიარებს.

- სკოლაში იგრძნობა...

- ერთმნიშვნელოვნად კეთილგანწყობილი გარემო. ბავშები არ იქცევიან ისე, როგორც მივუთითებთ, ისინი იცქვიან ისე როგორც ჩვენ ვიქცევით. სწორედ ეს არის ერთერთი ძირითადი მოტივაცია სკოლაში მასწავლებლებს შორის თანმაშრომოლობისა და ურთიერთპატივისცემის მაღალი ხარისხისა. ამას სწავლობენ და ეჩვევიან მოსწავლეებიც.

- მოსწავლეს სურს...

- საკუთარი ღირსეული ადგილი ჰქონდეს საზოგადოებაში. სკოლამ უნდა მისცეს მოსწავლეს შესაძლებლობა მისი ინტერესების გათვალისწინებითა და შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზების გზით ამ სურვილის განხორციელებაში.

- კოვიდ-სიტუაციაში...

- უამრავ სირთულესთან გვიწევს გამკლავება. შემოღებულია უამრავი რეგულაცია და შეზღუდვა, თუმცა ალბათ ყველაზე რთული მაინც სოციალური ურთიერთობების შეზღუდვაა. ეს თითოეული პიროვნებისთვის მნიშვნელოვანი დისკომფორტია და განსაკუთრებით ბავშვებისთვის.

- პასუხისმგებლობა ნიშნავს...

- ადამიანის ინტელექტუალურ შესაძლებლობას იტვირთოს საკუთარ თავზე იმდენი, რამდენის ტარებასაც შეძლებს. სწორად შეაფასოს საკუთარი ქმედებები და ამ ქმედებათა შედეგები. აქედან გამომდინარე, რაც უფრო მაღალია საზოგადოების ინტელექტის დონე, მით უფრო მეტია პასუხისმგებლობის ხარისხი.

- 10 წლის შემდეგ ვისურვებდი...

- ჩემი ქვეყანა იყოს კიდევ უფრო განვითარებული. საზოგადოებას მეტად ჰქონდეს გაცნობიერებული პასუხისმგებლობა ამ ქვეყნის წინაშე.

- პედაგოგებს სჭირდებათ...

- პატივისცემა და მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან, რომ უზრუნველყონ როგორც მოსწავლეებისათვის ცოდნის გადაცემა, ასევე მოსწავლეთა  ოჯახებთან თანამშრომლობის პირობებში, მათი ჰარმონიული განვითარება და აღზრდა საზოგადოებისათვის მისაღებ, პასუხისმგებელიან პიროვნებებად.

- სასკოლო საგნებს დავამატებდი...

- მდგრადი განვითარების შესწავლას სავალდებულო საგნად.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებს პროფესიული განვითარების დეტალები და რეკომენდაციები გააცნეს

ვინ წყვეს სკოლების დანგრევის, რებილიტაციისა და მშენებლობის საკითხს - მთავრობამ სია გამოაქვეყნა 

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

რამდენი შემაჯამებელი უნდა დაიწეროს სემესტრში - განმარტება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება