სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, მსოფლიო

სავალდებულოა თუ არა: როგორ ცრიან მასწავლებლებს ევროპასა და ამერიკაში
06-11-2021
-
+


საქართველოში აცრა მოსახლეობის ყველა ჯგუფისთვის ნებაყოფლობითია, თუმცა არაერთხელ გამოითქვა მოსაზრება, რომ ვაქცინაცია პედაგოგებისთვის სავალდებულო უნდა იყოს, აღნიშნული პოზიციის მომხრეა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელიც.

აღსანიშნავია, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უკვე დაამტკიცა, რომ სავალდებულო ვაქცინაცია არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების შესახებ კანონს. 

საინტერესოა, ამ მხრივ რა ვითარებაა სხვა ქვეყნებში და აიძულებენ თუ არა მასწავლებლებს COVID-19-ის წინააღმდეგ ვაქცინაციას ევროპასა და ამერიკაში?

აღსანიშნავია, რომ 149 ქვეყნიდან მხოლოდ 17-ში მიეკუთვნებიან მასწავლებლები ადამიანთა კატეგორიას, რომლებმაც ვაქცინა პირველ რიგში უნდა მიიღონ. კიდევ 20 ქვეყანაში პედაგოგები ხვდებიან პრიორიტეტის მიხედვით მეორე ჯგუფში, ხოლო 56 ქვეყანაში სკოლის თანამშრომლები პრიორიტეტულ ჯგუფებში საერთოდ არ შეუყვანიათ. 

იტალია

იტალიის მთავრობამ, კორონავირუსის პანდემიის გამო, უსაფრთხოების წესები გაამკაცრა და საზოგადოებრივი და კერძო სექტორების თანამშრომლებისთვის (თითქმის 18 მილიონი ადამიანი) აცრას სავალდებულოს ხდის.  ვაქცინაციის მწვანე პასპორტები (green pass) სავალდებულოა სკოლების თანამშრომლებისთვისაც. სასწავლო დაწესებულებებში შესასვლელად ვაქცინაციის დამადასტურებელ ცნობას სთხოვენ მოსწავლეთა მშობლებსაც. გამონაკლისი დაიშვება მათთვის, ვისაც აცრა სამედიცინო ჩვენებით არ შეუძლია. 

აღსანიშნავია, რომ „მწვანე პასპორტი“ ვაქცინაციის, კორონავირუსის გადატანის ან ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს.

საფრანგეთი 

ქვეყანაში სავალდებულოა ვაქცინაცია ექიმებისთვის, მაშველებისთვის, მეხანძრეებისთვის და საავადმოყოფოებისა და მოხუცებულთა სახლებში მომუშავე სოციალური მუშაკებისთვის. სკოლის თანამშრომლები ამ ნუსხაში არ შედიან. მაგრამ ცნობილია, რომ მასწავლებელთა 78%-მა ვაქცინის ორი დოზა უკვე გაიკეთა. სასწავლო პროცესი ქვეყანაში დასწრებითი ფორმატით და  სოციალური დისტანციის დაცვით მიმდინარეობს. 

თუ დაწყებითი სკოლის რომელიმე კლასში ბავშვი კორონავირუსით დაინფიცირდება, მთელი კლასი დისტანციურ სწავლებაზე გადადის. კოლეჯებსა და ლიცეუმებში კი ყველაფერს ვაქცინაციის სტატუსი წყვეტს: აუცრელი მოსწავლეები დისტანციურ სწავლებაზე გადადიან, აცრილები კი სკოლაში სიარულს აგრძელებენ. 

იხილეთ ასევე: მოსწავლეები COVID-19-ით ინფიცირებულთა გამო იზოლაციაში აღარ გადავლენ - საფრანგეთში ექსპერიმენტს ატარებენ

გერმანია

გერმანიაში მასწავლებლები პირველად ასაცრელთა ჯგუფში შედიან. ქვეყნის მთავრობამ განაცხადა, რომ სავალდებულო ვაქცინაციას არ შემოიღებენ, სამაგიეროდ სურთ ვაქცინაციისადმი პოზიტიური განწყობის რეკლამის დახმარებით შექმნა. აღსანიშნავია, რომ აგვისტოდან აცრა შეუძლიათ ბავშვებს 12 წლის ასაკიდან. 

ლატვია

ლატვიამ ყველა მასწავლებლის ვაქცინაცია სავალდებულო წესით გადაწყვიტა. 15 ნოემბრიდან ლატვიურ სკოლებში გაკვეთილების ჩატარებას მხოლოდ ვაქცინაციის დამადასტურებელი სერტიფიკატების მქონე პედაგოგები შეძლებენ. ამ თარიღამდე კი საგანმანათლებლო დაწესებულებებში თანამშრომელთა ვირუსის არსებობაზე გატესტვა გაგრძელდება. 

სახელმწიფო 15 ნოემბრამდე სახელწიფო სკოლის იმ თანამშრომელთა ტესტირებას დააფინანსებს, რომლებმაც პირველი აცრა უკვე გაიკეთეს. ის თანამშრომლები, რომელთან ჯერ ვაქცინაციის კურსი არ დაუწყიათ, 11 ოქტომბრიდან 15 ნოემბრამდე ტესტირების ფული თავად უნდა გადაიხადონ. 

სავალდებულო ვაქცინაციის მოთხოვნა შეეხებათ ჯანდაცვის ფეროს წარმომადგენლებსაც. 

აშშ

აშშ-ი ვაქცინაციის მისაღებად მასწავლებლები მეორე პრიორიტეტულ ჯგუფს მიეკუთვნებიან. გარდა ამისა, ზოგიერთ შტატში (მაგალითად ნიუ-იორკში, ორეგონსა და ვაშინგტონში) სკოლების თანამშრომლებისთვის ვაქცინაცია სავალდებულოა. 

სხვა შტატებში მასწავლებლებს შეუძლიათ აირჩიონ ან აცრა ან რეგულარული COVID-ტესტის ჩაბარება. არის შტატები სადაც ოლქებს საერთოდ არ შეუძლიათ მასწავლებლებს აცრა აიძულონ. 

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მასწავლებლებისთვის სავალდებულო ვაქცინაციის მომხრეა. მისი თქმით, ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ბავშვებისთვის სკოლებში უსაფრთხო გარემო იყოს შექმნილი. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მობილობისთვის რეგისტრაცია დაიწყო - ცნობილია, ყველა ცვლილება და სიახლე სტუდენტებისთვის

ანტირეკორდი ეროვნულ გამოცდებზე - საგანი, სადაც ყველაზე მეტი აბიტურიენტი ჩაიჭრა

9 სექტემბერი უქმე დღეა - მასწავლებლები პირისპირ ტრენინგებს 5-დან 13 სექტემბრის ჩათვლით გაივლიან

რეგისტრაცია 5 სექტემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი - რომელ აბიტურიენტებს ეხება სამინისტროს ინფორმაცია

ახალი წესები და 4 მთავარი მიმართულება სკოლებში - დირექტორებთან რერსურსცენტრები შეხვედრებს ატარებენ

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
ლესიჭინეს თემის N2 საჯარო სკოლა დირექტორს, რუსუდან ლაშხიას დაბადების დღეს ულოცავს 
 

სკოლა „ანაბასისის“ VII ბ კლასმა ფიზიკის გაკვეთილი კვლევით გამოცდილებად აქცია

„ანაბასისის“ მოსწავლეებმა ძამას ხეობაში საგანმანათლებლო ექსკურსია მოაწყვეს

წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეების დაუვიწყარო საზაფხულო დღეები თრუსოს ხეობის ბანაკში 

ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში საზაფხულო ბანაკი ღონისძიებით გაიხსნა, რომელიც პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება