| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

5 ოქტომბერს პედაგოგებმა პროფესიული დღე იზეიმეს. თბილისის N37 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მასწავლებლის დღე ორიგინალურად აღნიშნეს.
მე-6ბ კლასის მოსწავლეებმა ხელოვნების გაკვეთილზე ნახატები დახატეს და მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე იმსჯელეს. მეექვსეკლასელები ხელოვნების პედაგოგთან მარინა ტომასოვასთან ერთად მსჯელობდნენ.
„მე-6ბ კლასის მოსწავლეებმა ხელოვნების გაკვეთილზე მასწავლებლის დღე ორიგინალურად აღნიშნეს. მოსწავლეებმა დახატეს ნახატები და იმსჯელეს სამყაროში მასწავლებლის პროფესიის აუცილებლობაზე. ხელოვნების პედაგოგთან, ქალბატონ მარინა ტომასოვასთან ერთად მჯელობდნენ მასწავლებლობის ფენომენზე, როგორც ყველა პროფესიის სათავესა და წყაროზე, ნებისმიერი პროფესიისკენ მიმავალ მოსწავლესა თუ აბიტურიენტს მასწავლებელი გზამკვლევად ევლინება. ქალბატონმა მარინამ თავის მხრივ დასძინა, რომ ამ პროფესიისადმი სიყვარულმა უამრავი თაობა გააზრდევინა და აზიარა განათლებისა და ხელოვნების კეთილშობილებას“, - აღნიშნულია სკოლის დირექციის განცხადებაში.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„სწავლის დაწყებიდან 2 დღეში ვიგებთ, რომ სკოლაში მისვლა საშიშია... ვანგრევთ სკოლებს, რათა ცათამბჯენები აშენდეს“ - მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი
მასობრივი ინტოქსიკაცია თბილისის ბაღებში - მოიწამლნენ ბავშვებიც და პერსონალიც, 7 დაწესებულება დაიხურა, გამოძიება დაწყებულია
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
სკოლაში პედაგოგებს წინსვლას ულოცავენ
რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას