სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლობის მაძიებლებს გავლილი აქტივობები შეუნარჩუნდებათ და გრძელვადიანი პროგრამიდან მოკლევადიანზე გადასვლა შეეძლებათ - ყველა ცვლილება ცნობილია
09-09-2026
-
+


მასწავლებლობის მაძიებლებისთვის პროგრამის გავლის წესებში ცვლილებები შევიდა, რომელიც ითვალისწინებს,  იმავე სკოლაში პროგრამის გაგრძელების შესაძლებლობას, გრძელვადიანი პროგრამიდან მოკლევადიანზე გადასვლას და უკვე გავლილი, დადებითად შეფასებული აქტივობებისა და აკადემიური კურსის შედეგების შენარჩუნებას.

ცვლილებების მიხედვით: თუ მაძიებელს სკოლაში სამუშაო ხელშეკრულება 2-წლიანი ვადის ამოწურვამდე შეუწყდა, მას შეუძლია იმავე სკოლაში ხელახლა დასაქმდეს და პროგრამა გააგრძელოს. 2 წელი თავიდან არ დაიწყება.

ხელახლა დასაქმების შემთხვევაში, პროგრამის დასასრულებლად დარჩენილი ვადა მინიმუმ 4 თვე უნდა იყოს.

გრძელვადიან პროგრამაზე დარეგისტრირებულ მაძიებელს შეუძლია, 2 წლის განმავლობაში, სურვილის შემთხვევაში, მოკლევადიან/ინტენსიურ პროგრამაზე გადავიდეს. მოკლევადიან პროგრამაზე გადასვლისას მას აღარ მოუწევს იმ აქტივობების გავლა, რომლებიც გრძელვადიან პროგრამაში უკვე დადებითად აქვს შეფასებული.

ასევე, უნარჩუნდება უკვე გავლილი და დადებითად შეფასებული აკადემიური კურსის შედეგი და ხელახლა რეგისტრაციისას მისი თავიდან გავლა აღარ დასჭირდება.

„თუ მასწავლებლობის მაძიებელს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებიდან ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული 2-წლიანი ვადის ამოწურვამდე შეუწყდა შრომითი ურთიერთობა, მას უფლება აქვს, აღნიშნული ვადის ამოწურვამდე კვლავ დასაქმდეს იმავე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და გააგრძელოს მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამის გავლა. ამ შემთხვევაში, 2-წლიანი ვადის ათვლა გრძელდება მასწავლებლობის მაძიებლის ამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში თავდაპირველად დასაქმების დღიდან. ამასთან, მასწავლებლობის მაძიებლის ხელახალი დასაქმების შემთხვევაში, პროგრამის დასრულებისათვის დარჩენილი ვადა არ უნდა იყოს 4 თვეზე ნაკლები.

მასწავლებლობის მაძიებელი, მასწავლებლობის მაძიებლობის გრძელვადიან პროგრამაზე რეგისტრაციის შემდეგ, ამ პროგრამაზე რეგისტრაციიდან არაუმეტეს 2 წლის განმავლობაში, პირადი განცხადების საფუძველზე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასთან გაფორმებული იმავე შრომითი ხელშეკრულების ფარგლებში, უფლებამოსილია დარეგისტრირდეს (გადავიდეს) მასწავლებლობის მაძიებლობის მოკლევადიან (ინტენსიურ) პროგრამაზე.

მასწავლებლობის მაძიებლის მიერ მასწავლებლობის მაძიებლობის მოკლევადიან (ინტენსიურ) პროგრამაზე რეგისტრაციის შემთხვევაში, მასწავლებლობის მაძიებელი თავისუფლდება იმ აქტივობებისაგან, რომლებიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მასწავლებლობის მაძიებლობის გრძელვადიანი პროგრამის ფარგლებში დადებითად არის შეფასებული. 

მასწავლებლობის მაძიებელს უნარჩუნდება მის მიერ მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამის ფარგლებში გავლილი და დადებითად შეფასებული აკადემიური კურსის შედეგი და მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამაზე ხელახლა რეგისტრაციის შემთხვევაში, თავისუფლდება აკადემიური კურსის გავლის ვალდებულებისგან.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მეორადი ჩარიცხვები 14 სექტემბრიდან დაიწყება - დეტალური ინსტრუქცია უმაღლესების მიღმა დარჩენილი აბიტურიენტებისთვის

დასაქმების ვებგვერდზე რეგისტრაციისთვის სავალდებულო მოთხოვნები განისაზღვრა

საქართველოში მოსწავლეები განათლების საერთაშორისო სტანდარტს 2-3 წლით ჩამორჩებიან - ბავშვების 80 პროცენტი გაკვეთილებს მუდმივად აცდენს

გამოცდის ქულები ცნობილია - შედეგების ნახვა სპეციალური კოდის მეშვეობით შეუძლიათ

საგაკვეთილო განრიგთან დაკავშირებით emis ინფორმაციას ავრცელებს

 

პიროვნება

დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია

სკოლები

„მცირე კონტინგენტი საშუალებას გვაძლევს, რომ თითოეულ ბავშვზე ინდივიდუალურად ვიმუშაოთ“ - 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება