| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთის საჯარო სკოლაში 2026-2027 სასწავლო წლის პირველი ზარი საზეიმოდ დაირეკა.
მოსწავლეთა დასახვედრად სკოლაში საგანგებოდ მოემზადნენ და ბავშვებს საზეიმო მიღება მოუწყვეს. სკოლის კედლები მოსწავლეთა ჟრიამულმა გააცოცხლა. დირექციამ და პედაგოგებმა სპეციალურად ამ დღისთვის სკოლა ფერადი ბუშტებითა და საზეიმო დეკორაციებით მორთეს და სკოლაში დაბრუნება ბავშვებს ზეიმად უქციეს.
სკოლის დირექციამ სასკოლო საზოგადოებას სასწავლო პროცესის განახლება მიულოცა და და წარმატებული, ნაყოფიერი და ბედნიერი აკადემიური გზა უსურვა.
„ძვირფასო მოსწავლეებო, მშობლებო და მასწავლებლებო, სიხარულით გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! ჩვენი სკოლა კვლავ აივსო ბავშვების ჟრიამულით, ღიმილით, ახალი მიზნებითა და დიდი მოლოდინებით. განსაკუთრებით ვულოცავთ ჩვენს პირველკლასელებს, რომლებმაც პირველად შეაღეს სკოლის კარი.
გისურვებთ წარმატებულ, საინტერესო და ბედნიერ სასწავლო წელს, უამრავ მიღწევას, ცოდნისა და გამოცდილების შეძენას.
გვჯერა, რომ ერთად შევქმნით კიდევ ერთ თავგადასავლებით სავსე და შემეცნებით სასწავლო წელს! წარმატებები თითოეულ თქვენგანს! სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით, ვანთის საჯარო სკოლა“,- ვკითხულობს სკოლის გავრცელებულ მისალოც წერილში.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„სწავლის დაწყებიდან 2 დღეში ვიგებთ, რომ სკოლაში მისვლა საშიშია... ვანგრევთ სკოლებს, რათა ცათამბჯენები აშენდეს“ - მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი
მასობრივი ინტოქსიკაცია თბილისის ბაღებში - მოიწამლნენ ბავშვებიც და პერსონალიც, 7 დაწესებულება დაიხურა, გამოძიება დაწყებულია
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
სკოლაში პედაგოგებს წინსვლას ულოცავენ
რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას