სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

ქალებს უპრობლემოდ შეეძლებათ მუშაობა საპირფარეშოებში - ქაბულის მერის განცხადება
21-09-2021
-
+


ავღანეთში თალიბანის მმართველობის დაბრუნებას თან ახლდა საფუძვლიანი შიში, რომ ქალთა უფლებრივი მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდებოდა. თალიბანის წარმომადგენლების არაერთი განცხადების მიუხედავად, რომ ისინი ქალების უფლებებს არ დაარღვევდნენ, ფაქტია, რომ სისტემა ნელ-ნელა მათ სწავლის, მუშაობისა და გარეთ გასვლის უფლებასაც კი არ აძლევს. რამენიმე დღის წინ სკოლები მხოლოდ ბიჭი მოსწავლეებისთვის გაიხსნა, უნივერისტეტში კი ქალები და მამაკაცები ფარდით გააცაკლევეს და სხვადასხვა მხარეს დასვეს. ახლა კი მუნიციპალურ სამსახურებში დასაქმებულ ქალებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდეს. 

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის ახალმა მერმა მუნიციპალურ სამსახურებში დასაქმებულ ქალებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა. მისი თქმით, თალიბანმა საჭიროდ მიიჩნია, რომ გარკვეული დროის განმავლობაში ქალებმა მუშაობა შეწყვიტონ.

აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც ქაბულის მერი ამბობს, მუნიციპალიტეტის 3000 თანამშრომლიდან დაახლოებით მესამედი ქალია. მისი თქმით, ზოგიერთი მათგანი მუშაობის გაგრძელებას შეძლებს. მან მაგალითად დაასახელა ის ქალები, ვინც ქალთა საპირფარეშოებში მუშაობენ. მერის თქმით, იქ მამაკაცები ვერ დადიან, ამიტომაც ქალებს მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა ექნებათ.

„მაგალითად, ქალები ქალაქში ქალთა ტუალეტებში მუშაობენ, სადაც მამაკაცები ვერ დადიან, მაგრამ იმ თანამდებობებზე, რომელთა დაკავებაც შეუძლიათ [მამაკაცებს], ჩვენ მათ ვუთხარით [ქალებს] დარჩნენ სახლში, სანამ სიტუაცია ნორმალიზდება და მათი ხელფასი გადაიხდება“, - თქვა ქაბულის მერმა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას ქალთა პროტესტი მოჰყვა. მათ მცირე აქცია ქალთა საქმეთა სამინისტროსთან გამართეს.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ აგვისტოში თალიბანის ერთ-ერთი ლიდერი ჟურნალისტებთან ამბობდა, რომ ქალებს განათლების მიღების შესაძლებლობა არ შეეზღუდებოდათ. ავღანეთის მოსახლეობის ნაწილი და საერთაშორისო საზოგადოება კი შიშობს, რომ ქვეყანაში ისევ ის რეჟიმი დაბრუნდება, როდესაც ქალთა უფლებრივი მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო. 1996 წლიდან 2001 წლამდე ქალები, ფაქტობრივად, შინაპატიმრობაში იყვნენ. მათ არ ჰქონდათ სწავლისა და მუშაობის უფლება.

თალიბანი კი აღნიშნავს, რომ ქალთა უფლებები შარიათისა და ისლამური სახელმწიფოს კანონების მიხედვით იქნება დაცული.
მათ ძალაუფლების დამყარების შემდეგ ქალებს უთხრეს, რომ  სახლში უსაფრთხოების მდგომარეობის გაუმჯობესებამდე დარჩნენ. ის ქალები, ვინც მამაკაცთა დროებით მთავრობას აპროტესტებდა და უფლებებს ითხოვდა, თალიბანის მებრძოლებმა სცემეს.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„თბილისობა 2026“-ის ღონისძიებების პროგრამა ლოკაციების მიხედვით ცნობილია

რა მიზნებს უნდა მიაღწიონ მოსწავლეებმა საფეხურების მიხედვით

მესამე შანსი ორჯერ ჩაჭრილი აბიტურიენტებისთვის - NAEC ხელახალ რეგისტრაციას აცხადებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება