სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„აცრილი მშობლების შვილები მივიღო თუ აუცრელების? - დედა, რა ჯოჯოხეთში ვარ!“ - რა დილემის წინაშე დადგნენ სტუდიების ხელმძღვანელები
21-09-2021
-
+


პანდემიის დასაწყისში გაჩნდა მოსაზრება, რომ საერთო გაჭირვებამ კაცობრიობა შეცვალა -  ადამიანებში თანადგომისა და თანაგრძნობის განცდა გაიზარდა. თუმცა, როცა საყოველთაო ვაქცინაცია დაიწყო, საკითხი თითქოს შემოტრიალდა და საზოგადეობა ორ ნაწილად გაიყო: აცრილები და აუცირელები. სოციალურ ქსელში, თუ რეალურ ცხოვრებაში, გამუდმებით დაობენ ვაქცინაციასთან დაკავშირებით. ეს დამოკიდებულება იგრძნობა ყველგან და ყველა სფეროში. სამწუხაროდ, Covid-19 უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ, ჯანმრთელობის კრიზისი...

ერთ-ერთი სახელოვნებო წრის მასწავლებელი სოციალურ ქსელში წერს, რომ რთული დილემის წინაშეა. მშობლები ურეკავენ და ეკითხებიან: აცრილია, თუ არა პედაგოგი. მათი ნაწილი, ბავშვს ბალეტზე მხოლოდ იმიტომ არ ატარებს, რომ მასწავლებელი აუცრელია ან პირიქით - აცრილია. მისთვის ამ გაურკვევლობიდან გამოსავალის ნახვა ნამდვილად რთულია. 

მასწავლებლის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

„მირეკავს ახალი მშობელი, რომელსაც ბავშვის მოყვანა უნდა სტუდიაში, გამომკითხა დეტალები, როგორც ყოველთვის და ბოლოს მკითხა: თუ იყო პედაგოგი აცრილი, ნუ რა თქმა უნდა, ვუპასუხე - აცრილია და მოვალთო, მითხრა. მირეკავს სხვა მშობელი, გამომკითხა დეტალები და ბოლოს მკითხა, პედაგოგი თუ არის აცრილი, რა თქმა უნდა, ვუპასუხე - აცრილია და მეუბნება: მაშინ, არ მოვიყვან. ადამიანები დაიყო ორად, ზოგს აცრილი მასწავლებელი უნდა, ზოგს აუცრელი, ესეიგი უნდა მყავდეს ორი პედაგოგი: აცრილი და აუცრელი. ეს არის სტუდიისთვის ათმაგი ხარჯი, რასაც ვერ გაწვდება, რადგან არ არის ბავშვების საკმარისი რაოდენობა. ახლა ვზივარ და ვფიქრობ, აუცრელი მშობლების ბავშვებს ვუთხრა უარი მიღებაზე, თუ აცრილი მშობლების? აცრილების ბავშვები დავჩაგრო, თუ აუცრელის? დედა, რა ჯოჯოხეთში ვარ! ორივე ვარიანტში მე გამოვდივარ ცუდი და ვზარალდები. აცრილიც და აუცრელიც გადამდებები ვართ ჩვეულებრივად, ხომ ასეა, არააა? ანუ, ორივე კატეგორია არ ვართ დაზღვეული კოვიდის გადადებაზე და რა მნიშვნელობა აქვს აცრილს და აუცრელს?! გარდაცვალებაზე არ მაქვს საუბარი, ეგ საერთოდ არ ეხება ამ საკითხს, ანუ ვიცრებით იმიტომ, რომ არ გარდავიცვალოთ, მაგრამ „გადამტანები“ და „გადმომტანები“ ყველანი ვართ. ძალიან არაჯანსაღი მგონია ეს შეკითხვა.“


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

 რეკომენდაციები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ცხრა შეცდომა, რომელიც ქულას დაგაკლებთ

რომელი საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება