TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

სახლებში სხედან და ეკრანებს შესცქერიან: კვლევამ აჩვენა, რომ პანდემიის დროს ბავშვებს მხედველობა უფუჭდებათ
20-11-2021
-
+


პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვების გამო ბავშვებს მხედველობა უფუჭდებათ, თვლიან ჩინელი მეცნიერები. დისტანციური სწავლება და ქუჩაში გატარებული დროის შემცირება ახლომხედველობის პროგრესირებასთან კავშირში აღმოჩნდა. მკვლევარები ოჯახებს, ექიმებსა და პედაგოგებს ურჩევენ კვლევის შედეგები გაითვალისწინონ და შექმნან ისეთი გარემო, სადაც ბავშვები კომპიუტერულ ტექნიკასთან ნაკლებ, სუფთა ჰაერზე კი მეტ დროს გაატარებენ. 

მას შემდეგ რაც, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გლობალური პანდემია გამოაცხადა, სახელმწიფოებმა ინფექციის გავრცელების შემაკავებელ სხვადასხვა ზომებს მიმართეს. ასეთ ღონისძიებებს შორის იყო სკოლების დახურვა და მოსწავლეთა დისტანციურ სწავლებაზე გადაყვანა. ბავშვებმა ეკრანთან მეტი დროის გატარება დაიწყეს, ღია ცის ქვეშ გატარებული დროის ხანგრძლივობა კი მნიშვნელოვნად შემცირდა, განსაკუთრებით კი ქალაქებში. 

მართალია ახლომხედველობა ძირითადად მემკვიდრეობითი ფაქტორების გამოა განპირობებული, მაგრამ ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ცხოვრების წესის ცვლილებას ასევე შეუძლია გავლენა იქონიოს ბავშვის მხედველობაზე.

ჰონგ-კონგელი ბავშვების კვლევამ აჩვენა, რომ პანდემიის დაწყებიდან ახლომხედველობის განვითარების წლიურმა მაჩვენებელმა თითქმის 30% შეადგინა, პანდემიამდელ 12%-თან შედარებით. 

„კვლევამ, COVID-19 პანდემიის დროს, ჰონგ-კონგის სკოლის მოსწავლეთა შორის ახლომხედველობის პოტენციური ზრდა აჩვენა“,- წერენ კვლევის ავტორები ჟურნალ British Journal of Ophthalmology-ში გამოქვეყნებულ სტატიაში. ასევე, „ 6-8 წლის მოსწავლეებში, ღია სივრცეში გატარებული დროის მნიშვნელოვანი კლება და ეკრანთან ახლოს შესრულებული სამუშაოს ხანგრძლივობის ზრდა შეინიშნება. ჩვენი შედეგები ემსახურება გაფრთხილებას ოფთალმოლოგებისთვის, ასევე პოლიტიკოსებისთვის, პედაგოგებისა და მშობლებისთვის, რომ ბავშვების ახლომხედველობის თავიდან ასაცილებლად კოლექტიური ძალისხმევაა საჭირო“,- აღნიშნავენ მკვლევარები.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

პიროვნება
სკოლები

ღონისძიებამ არაერთი შთამბეჭდავი ნომერი გააერთიანა და სკოლაში საოცარი განწყობა და ემოციები დაატრიალ

„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება