სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

5-კრედიტიანი ტრენინგები პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის, სავარაუდოდ არ ჩატარდება - „არავითარი მოსამზადებელი სამუშაოები არ მიმდინარეობს“
06-09-2021
-
+


გამოცდაზე გასულ პრაქტიკოს პედაგოგებს რომ სტატუსის ამაღლების საშუალება 2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებამდე აქვთ - ეს ახალი ამბავი არ არის. როგორც კი მთავრობის გადაწყვეტილება გახდა ცნობილი, მაშინვე გაჩნდა მოლოდინი - თუ ისინი გამოცდას წარუმატებლად ჩააბარებდნენ, 19 კრედიტქულას ტრენინგებით შეივსებდნენ.

ტრენინგებს პრაქტიკოს პედაგოგთა საკმაოდ დიდი ნაწილი ახლაც ელის და ყოველდღიურად ათობით მასწავლებელი  გვთხოვს, მივაწოდოთ ინფორმაცია ტრენინგების ჩატარებასთან დაკავშირებით. გამოცხადდება თუ არა დაანონსებული 5 კრედიტიანი ტრენინგი პედაგოგებისთვის, რომლებმაც ვერ მოასწრეს მისი გავლა და როდის? - აღნიშნული საკითხის დაზუსტება მასწავლებლის სახლში ვცადეთ... 

როგორც მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში აღნიშნავენ, 5 კრედიტიანი ტრენინგის შესახებ ჯერჯერობით არანაირი ინფორმაცია არ არსებობს: „ამ ეტაპზე არავითარი მოსამზადებელი სამუშაოები 5კრედიტიანი ტრენინგის დასაწყებად არ მიმდინარეობს“ - ასეთია კონკრეტული პასუხი; მთავრობის ბრძანება კი, რომელიც პედაგოგებს 2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებამდე სტატუსის ამაღლების საშუალებას აძლევს უწყებაში შემდეგნაირად განმარტეს: 

„ცვლილების მიხედვით, სისტემაში დარჩენილ პრაქტიკოს მასწავლებლებს (მათ, ვინც 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით იყვნენ დარეგისტრირებულნი საგნობრივი და/ან პროფესიული კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე) მიეცათ 2021 წლის ზაფხულის გამოცდების შედეგებისა და, უკვე მათთვის შეთავაზებული 5 კრედიტიანი ტრენინგების შედეგების გათვალისწინებით, 19 კრედიტქულის შევსებისა და სტატუსის ამაღლების შესაძლებლობა 2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებამდე“. 

აქედან გამომდინარე, იმ პრაქტიკოს პედაგოგებს, რომლებსაც 19 კრედიტქულა არ აქვთ და გამოცდაც წარუმატებლად ჩააბარეს, შანსი აღარ რჩებათ. ამ ეტაპზე ისიც უცნობია, როგორ აპირებს მთავრობის ბრძანების შესრულებას მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, რომელმაც წესით, თავად უნდა უზრუნველყოს პედაგოგებისთვის კრედიტების შევსების საშუალება. 





კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება