| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მაგისტრობის მსურველები დაგვიანებული ქულების გამო შესაძლოა უნივერსიტეტების მიღმა დარჩნენ. მიუხედავად იმისა, რომ გათანაბრებული ქულები ჯერ არ დადებულა, უნივერსიტეტებში გასაუბრებები მიმდინარეობს, პარალელურად ტარდება უნივერსიტეტისგან განსაზღვრული შიდა გამოცდებიც.
როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, მაგისტრანტების გათანაბრებული ქულები სექტემბრის შუა რიცხვებამდე გამოქვეყნდება. ამ დროისთვის კი უნივერსიტეტებში გასაუბრებები უკვე დასრულებული იქნება. მაგისტრობის კანდიდატები, რომლებიც გათანაბრებულ ქულებს ელოდებიან, უნივერსიტეტებმა რომ დაუშვან გასაუბრებებზე, შესაძლოა, მათ დრო ტყუილად დაკარგონ და საბოლოო ქულა მისაღები არ აღმოჩნდეს.
მაგისტრობის მსურველები ამბობენ, რომ გათანაბრების ქულის ცოდნა აუცილებელია უნივერსიტეტებში არჩევანის გასაკეთებლად, დაგვიანებული შედეგები კი მათ აფერხებს.
დეტალების გასარკვევად etaloni.ge ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ცხელ ხაზს დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს, რომ მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელების მსურველები გასაუბრებაზე დაიშვებიან, თუმცა გათანაბრებული ქულების გამოქვეყნებისა და უნივერსიტეტის მხრიდან გადამოწმების გარეშე მსურველების უნივერსიტეტში ჩარიცხვა ვერ მოხდება. შესაბამისად, აპლიკანტი რომელიც საბოლოო ქულას ელოდება შესაძლოა, ქულის გამოქვეყნების შემდეგ უნივერსიტეტის მიღმა დარჩეს მიუხედავად იმისა, რომ მას გასაუბრება და შიდა გამოცდა წარმატებით ექნება გავლილი.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება
ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი