| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

კორონავირუსი SARS-CoV-2, რომელიც COVID-19-ის გამომწვევია, მუტაციას დაახლოებით კვირაში ერთხელ განიცდის, ანუ ორჯერ უფრო ხშირად, ვიდრე დღემდე მიიჩნეოდა. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ედინბურგისა და ბათის უნივერსიტეტების გენეტიკოსების კვლევაშია ნათქვამი.
ნაშრომის ავტორებმა გაარკვიეს, რომ დღემდე კორონავირუსის მკვლევარები ბევრ მუტაციას ვერ ამჩნევდნენ და მათ ახალი შტამების გაჩენის სისწრაფის შეფასებისას არ ითვალისწინებდნენ. მათი აზრით, ყველაზე ხშირად ყურადღების მიღმა რჩებოდა უარყოფითი სელექციის მაგალითები, როდესაც წარმოქმნილი მუტაცია თავად ვირუსისთვისაა საზიანო და მისი გადარჩენის შანსებს ამცირებს, მაშინ როცა მეცნიერების ყურადღება დადებითი სელექციის მაგალითებზე მახვილდებოდა, როდესაც ახალი შტამი ძველთან შედარებით უპირატესობას იძენდა, მაგალითად, როგორც უფრო გადამდები „დელტა“ შტამი.
კვლევის ერთ-ერთი ავტორის პროფესორ ლორენს ჰერსტის თქმით, კვლევამ ასევე დაადასტურა, რომ თუ ადამიანი СOVID-19-ით რამდენიმე კვირაზე დიდხანს ავადობს, ვურუსს მის ორგანიზმში მუტაცია შეუძლია. პროფესორი ასევე დასძენს, რომ ასე გაჩნდა კორონავირუსის „ალფა“ შტამი, რომელიც ითვლება ვირუსის ევოლუციად ადამიანის ორგანიზმში, რომელმაც სწრაფად გამოჯანმრთელება ვერ შეძლო.
მეცნიერთა კვლევა Genome Biology and Evolution-ში გამოქვეყნდა.
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას