სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

პირველკლასელთა ბუკებისა და სახელმძღვანელოების გადაცემასთან დაკავშირებით განათლების სამინისტრო განმარტებას აკეთებს
01-09-2021
-
+


საქართველოში გართულებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, სასწავლო წელი 15 სექტემბერს, დისტანციურ ფორმატში იწყება, - ასეთია მთავრობის გადაწყვტილება, თუმცა საინტერესოა, ამ შემთხვევაში, მიიღებენ თუ არა პირველკლასელები კუთვნილ კომპიუტერებს ან რა ფორმით მოხდება ტექნიკის გადაცემა ბავშვებისთვის?

ამ კითხვებით, Etaloni.ge-მ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართა, სადაც გვიპასუხეს, რომ  პირველკლასელთათვის კუთვნილი ბუკები უკვე შეისყიდეს, რაც შეეხება პირველკლასელებითვის მათი გადაცემის ფორმას, ამ საკითხზე სკოლა დაუკავშირდება მშობელს და მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, შესაძლებელი იქნება ნივთის სკოლიდან გატანა.

- ყველა პირველკლასელს გადაეცემა ბუკები?

- თუ მშობელს მოსწავლე საჯარო სკოლაში ჰყავს დარეგისტრირებული ამ შემთხვევაში გადაეცემათ პირველკლასელებს ბუკები.

- სწავლა დისტანციურად იწყება, ტექნიკას რა ფორმით გადასცემთ ბავშვებს?

- მშობელს ან მინდობილ პირს, ვინც ბავშვზეა პასუხისმგებელი, დაუკავშირდება მასწავლებელი, თუ როდის უნდა მივიდეს სკოლაში კუთვნილი წიგნებისა და ბუკის წამოსაღებად; ასევე გააცნობენ ინსქტრუქციას, როგორ უნდა გაიტანოს ნივთი. შესაძლოა ცალ-ცალკე გაატანონ წიგნები, შეიძლება - ერთად. ამას თავად სკოლა გადაწყვეტს.

- ბუკის გამოსატანად აუცილებელია მშობელთან ერთად ბავშვის სკოლაში მისვლა?

- ბავშვის მიყვანა აუცილებელი არ არის, შარშან მაგალითად მოსწავლეები არ მიუყვანიათ ნივთების გამოსატანად. ამას თავად სკოლა ეტყვის მშობელს, როდესაც ბუკებისა და წიგნების თაობაზე დაუკავშირდებიან.

რაც შეეხება სხვა მოსწავლეებს, მათაც მოუწევთ წიგნებისთვის სკოლაში მისვლა, ოღონდ, დიდი თავყრილობის ასაცილებლად, სკოლის ხელმძღვანელობა დაარეგულირებს საკითხს ისე, რომ სასწავლო წლის დასაწყისისთვის ყველა მოსწავლეს ჰქონდეს საჭირო სახელმძღვანელოები.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება