სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

„გოგონები საკლასო ოთახებში იმ პირობით იქნებიან, თუ ჰიჯაბს ატარებენ“ - თალიბებმა სკოლაში დაბრუნების პირობა წამოაყენეს
26-08-2021
-
+


დასავლეთ ავღანეთში, ირანის საზღვართან ახლოს, აბრეშუმის გზის უძველესი ქალაქი, ჰერატი მდებარეობს. ჰერატი თავისი პოეზიითა და ხელოვნების შედევრებით არის ცნობილი. აქ მცხოვრებ გოგონებს და ქალებს ადრე თავისუფლად შეეძლოთ ქუჩაში გადაადგილება და განათლების მიღება... თუმცა, ეს ყველაფერი შეიცვალა.

მას შემდეგ რაც, თალიბებმა კონტროლი მოიპოვეს, ავღანეთის მომავალი გაურკვეველი რჩება. შარიათის კანონის მიხედვით, ქალებსა და გოგონებს 1990-იან წლებში განათლების მიღებაზე და დასაქმებაზე უარი ეთქვათ. ასევე, ქალებისთვის სახის სრული დაფარვა სავალდებულო გახდა და სახლიდან გასვლა მამაკაცი კომპანიონის გარეშე არ შეეძლოთ.

France.24-ის ცნობით, ჰერატში, ავღანელი გოგონები თალიბანის კონტროლის დამყარების შემდეგ პირველად დაბრუნდნენ სკოლაში. მოსწავლეები გაკვეთილებს თეთრი ჰიჯაბებითა და შავი ტუნიკებით ესწრებიან.

„ჩვენ სხვა ქვეყნების მსგავსად წინსვლა გვსურს", - ამბობს სტუდენტი როქია.

„არ გვინდა ომი, გვინდა მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში,“ - განაცხადეს მოსწავლე გოგონებმა.

რა ელით ქალებს თალიბანის ხელისუფლებაში დაბრუნების შემდგომ, ჯერჯერობით გაურკვეველია.  ბრიტანული Sky News – თან ინტერვიუში თალიბანის წარმომადგენელმა ქალებს შემდეგი გარანტიები შესთავაზა:

  • ქალებს შეუძლიათ განათლება დაწყებითიდან უმაღლეს საფეხურამდე მიიღონ - ეს ნიშნავს უნივერსიტეტში სწავლის უფლებას;
  • თალიბანის მიერ დაპყრობილ რაიონებში ათასობით სკოლა ჯერ კიდევ ფუნქციონირებდა;
  • გოგონები საკლასო ოთახებში იმ პირობით იქნებიან, თუ ჰიჯაბს ატარებენ;
  • გამოცდები გრძელდება და ჩატარდება.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ეროვნული სასწავლო გეგმით, სკოლებში სავალდებულო საგანი დაემატა - მინისტრის ბრძანება ძალაშია

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

თითო მოდული 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე უნდა იყოს გათვლილი - ცნობილია, ვინ ააწყობს სკოლებს

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

სკოლები

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

სკოლაში გამორჩეულად გამოეხმაურნენ ენების ევროპულ დღეს

სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება