| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ბათუმის ფილიალი თავისი საქმის პროფესიონალს და მოსწავლეებზე შეყვარებულ გერმანული ენის პედაგოგს ლილიანა ვასაძეს გვაცნობს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ლილიანა ვასაძე მოსწავლეებს არა მხოლოდ გერმანულ ენას ასწავლის, არამედ მომავალ თაობას ევროპულ ღირებულებებს უნერგავს.
„რამდენი ენაც იცი, იმდენი კაცი ხარო“ ნათქვამია, პროგრესული მოქალაქეობის გზაც უცხო ენების გაძლიერებულ სწავლებაზე გადის.
ენების შესწავლა განსაკუთრებით სახალისოა როცა პროფესიონალი გასწავლის. ამჯერად, წარმოგიდგენთ ერთ-ერთ მათგანს: გერმანულის პედაგოგს, უფროს მასწავლებელს - ლილიანა ვასაძეს!
დაამთავრა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის უნივერსიტეტის ენების ფაკულტეტი;
მუშაობდა აჭარის ტელევიზიაში მთარგმნელად;
2000 წლიდან პედაგოგია, პროგრესის გუნდს კი სამი წლის წინ შემოუერთდა;
გერმანიის მთავრობის დაფინანსებით PAD პროგრამის ფარგლებში სტაჟირება გაიარა ბავარიის ერ-ერთ უმაღლეს სკოლაში; გოეთეს ინსტიტუტის სტიპენდიით მონაწილეობდა სემინარში " ხელოვნება და კულტურა მდ. რეინზე და ისარზე".
ძალიან უყვარს მისი სპეციალობა და მოსწავლეები!
წარმატებები ვუსურვოთ ლილიანა მასწავლებელს!
მრავალი თაობა აღეზარდოს ევროპული ღირებულებებით“,- ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტო:
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება 25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება